საბჭოთა კავშირის მარშალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბჭოთა კავშირის მარშალის სამხრე

საბჭოთა კავშირის მარშალი (რუს. Ма́ршал Сове́тского Сою́за), სამხედრო წოდება საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. შემოღებულია სსრკ ცაკისა და სახკომსაბჭოს 1935 წლის 22 სექტემბრის დადგენილებით. პერსონალურად ანიჭებდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ჯარების ხელმძღვანელობის საქმეში დიდი დამსახურებისათვის.

1945 წლამდე ითვლებოდა უმაღლეს სამხედრო წოდებად, სანამ შემოღებულ არ იქნა საბჭოთა კავშირის გენერალსიმუსის სამხედრო წოდება. 1953 წლიდან, ერთადერთი გენერალსიმუსის იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, დე-ფაქტო უმაღლესი სამხედრო წოდება იყო.

1935-1991 წლებში „საბჭოთა კავშირის მარშალის“ წოდება მიენიჭა სულ 41 პიროვნებას. აქედან 36 – პროფესიული სამხედრო პირი, 4 – ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, რომელთაც ეკავათ სამხედრო პოსტები (სტალინი, ბერია, ბულგანინი და ბრეჟნევი), „პოლიტიკურ მარშალად“ შეითლება ჩაითვალოს დ.ფ. უსტინოვიც.

სამხედრო-საზღვაო ფლოტში საბჭოთა კავშირის მარშალის წოდებას შეესაბამებოდა საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი. 1993 წლიდან რუსეთის ფედერაციაში შემოღებულია რუსეთის ფედერაციის მარშალის სამხედრო წოდება.

საბჭოთა კავშირის მარშლების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]