ალბერტ-ჰოლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ალბერტ ჰოლი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბერტ ჰოლი

ალბერტ-ჰოლი (ინგლ. Royal Albert Hall of Arts and Sciences) — ვიქტორიანულ ეპოქაში აგებული საკონცერტო დარბაზი, რომელიც სამრეთ კენსინგტონში (ლონდონი) მდებარეობს და ბრიტანეთის ერთ ერთი ყველაზე ცნობადი ნაგებობაა. დარბაზი წელიწადში დაახლოებით 350 ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის კლასიკური მუსიკისა და საქველმოქმედო კონცერტებს ოპერას, ბალეტს, დაჯილდოების ცერემონიებსა და ბანკეტებს.

ისტორია[რედაქტირება]

ალბერტ-ჰოლი 1871 წლის 28 მარტს გაიხსნა. იგი დედოფალი ვიქტორიას მეუღლის, პრინც–კონსორტ ალბერტის სახელობისაა, რომელიც 1861 წელს გარდაიცვალა. მშენებლობის ბრძანებას 1867 წელს მოეწერა ხელი. დარბაზს თავიდანვე აკუსტიკური პრობლემები აღმოაჩნდა, რომელთა გამოსწორებაც მხოლოდ 1969 წელს მოხერხდა.

ალბერტ-ჰოლში რეგულარულად იმართება ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ცერემონიები. ტარდება ასევე ექსკურსიები.

ცნობილი კონცერტები[რედაქტირება]