ალბერტ აგარუნოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბერტ აგარუნოვი
მშობლიური სახელი Albert Aqarunov
დაბადების თარიღი 25 აპრილი 1969
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 8 მაისი, 1992 (23 წლის)
შუშა, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი
გარდაცვალების მიზეზი მოკლული
დაკრძალულია გმირთა ხეივანი, ბაქო, აზერბაიჯანი
40°21′41″N 49°49′16″E / 40.361320° ჩ. გ. 49.821174° ა. გ. / 40.361320; 49.821174
ეროვნება ებრაელი
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ქვეშევრდომობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მშობლები მამა: აგარუნ აგარუნოვი
ჯილდოები
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი
ბრძოლები ყარაბაღის ომი

ალბერტ აგარუნის ძე აგარუნოვი (აზერ. Albert Aqarunoviç Aqarunov; დ. 25 აპრილი 1969, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ – გ. 8 მაისი 1992, შუშა, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი) — ებრაული წარმოშობის აზერბაიჯანელი სამხედრო მოღვაწე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული გმირი, ყარაბაღის ომის მონაწილე.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგარუნოვი 1969 წლის 25 აპრილს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ებრაელების ოჯახში დაიბადა.[1] საშუალო განათლების მიღების შემდეგ, საშუალო პროფესიულ კოლეჯში ჩააბარა და ტრაკტორისტის განთლება მიიღო. აგარუნოვი, ასევე მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. მანქანათმშენებლობის ქარხანაში მუშაობის შემდეგ, 1987 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რომელიც საქართველოში გაიარა და სამსახურის ბოლოს უმცროსი სერჟანტის წოდებაც მიიღო. ამის შემდეგ, ტანკის მათაურიც გახდა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, სურახანის მანქანათმშენებლობის ქარხანაში მუშაობდა.[2]

ყარაბაღის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარაბაღის ომის დაწყებისას, ალბერტ აგარუნოვი თავის ოჯახს ამცნო, რომ ის ომში აპირებდა წასვლას. ოჯახი ამის წინააღმდეგი იყო, რომლებსაც ახალგახრდა ალბერტის სიცოცხლის გარისკვა არ უნდოდათ, თუმცა, ამის მიუხედავად, აგარუნოვი ომში წავიდა.

ტანკის მეთაურად დანიშნული ალბერტი, ქალაქ შუშის № 777 სპეციალური დანიშნულების ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. 1992 წლის 8 მაისს, სომხების ქალაქში შესვლის მცდელობისას, აგარუნოვმა 533 ნომრიანი ტანკით, სომხების 442 ნომრიანი ტანკი გაანადგურა,[3] შედეგად ტანკის ეკიპაჟი მთლიანი შემადგენლობით განადგურდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ტანკისტი გაგიკ ავშარიანი, მექანიკოსი აშოტ ავანესიანი და არტელირისტი შაჰენ სარქისიანი.[4] ალბერტი ყარაბაღის სხვადასხვა ქალაქის თავდაცვაში მონაწილეობდა. ხანქენდის თავდაცვის დროს, მოწინააღმდეგეს ბევრი ცოცხალი ძალაც გაანადგურა.[5] სომხების შუშაზე თავდასხმის დროს, აგარუნოვი სპეციალური მეთოდით, რომელიც შემდეგში მისი მეგობრების მიერ „ებრაულ ბუტერბროდათ“ შერაცხეს. მეთოდი კი შემდეგი იყო: სომხების ორი ტანკის ერთმანეთთან მოახლოვების დროს, ერთი ბომბით ორივე ტანკს ანადგურებდა.[6]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგარუნოვი, 1992 წლის 8 მაისს, სნაიპერის ტყვიით გარდაიცვალა. მისი მეგობრის განცხადებით, ტყვია იმ მომენტში მოხვდა მას, როდესაც იგი ტანკიდან სხვა სამხედროების სხეულების გადასატანად გადავიდა.

ალბერტი, ბაქოს გმირთა ხეივანშია დაკრძალული. მის დაკრძალვას, როგორც მოლა, ისე რაბინი ესწრებოდა.

1992 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, ხოლო 2016 წელს, „ჰაზი ასლანოვის ორდენი“ მიენიჭა.[7]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ნომერ 154 საჯარო სკოლა, სადაც ის სწავლობდა, მისი სახელობისაა, რომლის წინ მისი ბიუსტი დგას.[8]

2010 წელს, აზერბაიჯანის დოკუმენტური ფილმების სტუდიამ, მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელად „წერილი მეგობარს“.[9][10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azərbaycanın Milli Qəhrəmanı Albert Aqarunovun xatirəsi anılıb. trend.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 8 January 2016.
  2. Hacıxanlı, M. „Şərəf yolu“. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  3. He Gave His Life for His Homeland. www.azerbaijanfoundation.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 8 January 2016.
  4. De Waal, Thomas (2003). Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War. New York: New York University Press, pp. 178-179.
  5. Mustafa, Əziz. Azərbaycanda tolerantlıq dövlət səviyyəsində dəstəklənir. anl.az. ციტირების თარიღი: 8 January 2016.
  6. Şuşanın işğal günü amerikalı müəllifdən önəmli məqalə. trend.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 8 January 2016.
  7. Milli Qəhrəman Albert Aqarunov ordenlə təltif edilib. news.lent.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-21. ციტირების თარიღი: 22 iyul 2016.
  8. Azərbaycanın Milli Qəhrəmanları. www.anl.az. ციტირების თარიღი: 8 January 2016.
  9. Şabanoğlu, Anar. Cənnətlik yəhudilər. davam.az. ციტირების თარიღი: 8 January 2016.
  10. “Dostuma məktub” təhvil verilib: [Quruluşçu rejissoru Yefim Abramov olan “Qarabağ qəhrəmanları” silsiləsindən hazırlanmış eyni adlı film Azərbaycanın Milli Qəhrəmanı, tankçı Albert Aqarunova həsr olunub] //525-ci qəzet.- 2010.- 28 iyul- S. 4.