აკაკი კვანტალიანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი კვანტალიანი
დაბადების სახელი აკაკი კვანტალიანი
დაბადების ადგილი სამტრედია
დაიბადა 14 დეკემბერი/27 დეკემბერი, 1907
გარდაიცვალა 27 ივლისი, 1967
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

აკაკი ლუკას ძე კვანტალიანი (დ. 14 დეკემბერი/27 დეკემბერი, 1907, სამტრედია — გ. 27 ივლისი, 1967, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1925 წლიდან სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი. წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), კორნელი (კალაძის „როგორ?“) ტიტიკო (გაბესკირიას „გაზაფხულის დილა“), ხახული (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ლეპორელო (პუშკინის „ქვის სტუმარი“), ნიკიფორე (ბარათაშვილის „მარინე“), სამსონ ნებიერიძე (მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), ქერუბინო (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ალფრედ დულიტლი (შოუს „პიგმალიონი“), ზემლიანიკა (გოგოლის „რევიზორი“), ლოპიანე (კაკაბაძის „ცხოვრების ჯარა“) და სხვა. გადაიღეს ფილმებში:„უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დარიკო“, „ქალი ხიდობნიდან“, „აბეზარა“, „მაგდანას ლურჯა“ და სხვა. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები