ავა გარდნერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავა გარდნერი
Ava Lavinia Gardner
Ava Gardner Show Boat 1951.jpg
დაბ. სახელი ავა ლავინია გარდნერი
დაბ. ადგილი ბროგდენი, ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ
დაბ. თარიღი 24 დეკემბერი, 1922
გარდ. თარიღი 25 იანვარი, 1990
ვესტმისტერი, ლონდონი, ინგლისი
წლები 1941-1986
მეუღლე(ები) მიკი რუნი (1942-1943)
არტი შაუ (1945-1946)
ფრენკ სინატრა (1951-1957)

ავა გარდნერი (ინგლ. Ava Lavinia Gardner , დ. 24 დეკემბერი, 1922, ბროგდენი, — გ. 25 იანვარი, 1990, ვესტმისტერი) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც შეყვანილია „American Film Institute“-ის ყველა დროის საუკეთესო ვარსკვლავების სიაში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

გარდნერი იყო 18 წლის, როდესაც კინოსტუდია „MGM”-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის თანახმად დამწყებ მსახიობს კვირაში 50 დოლარს გადაუხდიდნენ. სტუდია „MGM”-ის ერთმა ახალგაზრდა კლერკმა გარდნერი შემთხვევით აღმოაჩინა, როცა ნიუ-იორკელი ფოტოგრაფის - ლარი ტერის სახელოსნოს ჩაუარა და ვიტრინაში გამოფენილი ულამაზესი უცნობი გოგონას ფოტო შენიშნა.

ავა გარდნერი და გრეგორი პეკი

1950 წელს ოცდაექვსი წლის ავა გარდნერი და ოცდაცამეტი წლის ფრენკ სინატრა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ამ დროისთვის გარდნერი უკვე ცნობილი კინოვარსკვლავი იყო და მას „მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მტაცებელს“ ეძახდნენ. გარდნერი მეორე ქმართან, სახელგანთქმულ კლარნეტისტ არტი შოუსთან ერთად უკვე აღარ ცხოვრობდა, თუმცა ოფიციალურად გაყრილები არ იყვნენ. გარდნერმა ფრენკ სინატრა გაიცნო ფილმის „ჯენტლმენები ქერებს ამჯობინებენ“ პრემიერაზე. სინატრამ პირველი დანახვისთანავე მოხიბლა გარდნერი. სინატრა ჰოლივუდში მექალთანედ ითვლებოდა. რეპორტიორები ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ შეყვარებულებს და ფოტო-კამერების ჩხაკა-ჩხუკით ნერვებს უშლიდნენ. მათ შორის ყველაზე თავხედებს სინატრა კბილების ჩამტვრევითად კი დაემუქრა. აგვისტოს ბოლოს მექსიკიდან დაბრუნებულმა სინატრამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ – გაეყაროს ცოლს და დაქორწინდეს საყვარელ ქალზე – ოფიციალურად გამოაცხადებს. 7 ნოემბერს ფილადელფიაში გარდნერი და სინატრა დაქორწინდნენ.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1941 გამხდარი კაცის აჩრდილი Shadow of the Thin Man გამვლელი
1946 მკვლელები The Killers კიტი კოლინსი
1947 სინგაპური Singapore ლინდა გრეჰემი
1952 კილიმანჯაროს თოვლიანი მთა The Snows of Kilimanjaro სინტია გრინი
1953 მრგვალი მაგიდის რაინდები Knights of the Round Table ჯინერვა
1953 მოგამბო Mogambo კელი
1964 იგუანას ღამე The Night of the Iguana მაქსინ ფოლკი
1974 მიწისძვრა Earthquake რემი როისი
1976 კასანდრას გზაჯვარედინი The Cassandra Crossing ნიკოლ დრესლერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: