არტი შოუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტი შოუ

არტი შოუ (Artie Shaw; დ. 23 მაისი, 1910, ნიუ-იორკი – გ. 30 დეკემბერი, 2004, თაუზანდ-ოუკსი, კალიფორნია) — ჯაზის მუსიკოსი, კომპოზიტორი და ბენდლიდერი. მისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზის მუსიკოსი. ასევე ავტორია რამდენიმე რომანისა და პუბლიცისტური ნაშრომის.

დაბადებით არტურ ჯეიკო არშავსკი (Arthur Jacob Arshawsky), შოუ გაიზარდა ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი, სადაც ადგილობრივი ანტისემიტიზმის გამო ბუნებით გულჩათხრობილი, კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდა (შოურ ავტობიოგრაფიის მიხედვით). საქსოფონზე დაკვრას 13 წლის ასაკიდან სწავლობს, 16 წლის ასაკში კლარნეტზე გადადის. ამ პერიოდში სახლს ტოვებს და ბენდთან ერთად ტურით მიემგზავრება. 1925-36 წლებში შოუ სხვადასვა ბენდებში და ორკესტრებში ასრულებს, მათ შორის ჯონი კავერელოსა და ოსტინ უაილისთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]