შინაარსზე გადასვლა

ჰოლოცენის კალენდარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰოლოცენის კალენდარი, ასევე ცნობილი, როგორც ჰოლოცენის ეპოქა ან ადამიანთა ეპოქა (ჰ. ე.) — წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც ამჟამად გავრცელებულ სისტემას 10 000 წელს უმატებს, რითაც პირველ წელიწადს ათავსებს ჰოლოცენის გეოლოგიური ეპოქის დასაწყისთან და ნეოლითურ რევოლუციასთან, როდესაც ადამიანებმა მონადირე-შემგროვებლური ცხოვრების სტილი მეურნეობით ჩაანაცვლეს. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ამჟამინდელი წელია 2024, ხოლო ჰოლოცენის კალენდრით — 12024. ჰოლოცენის ეპოქის სისტემა პირველად ჩეზარე ემილიანიმ 1993 წელს შემოიღო.[1]

ჩეზარე ემილიანი კალენდარული სისტემის რეფორმის გატარებით მიზნად ისახავდა ახალი სტილის კალენდრის არაერთი ხარვეზის შესწორებას:

  • ახალი სტილის კალენდარი დაფუძნებულია იესო ქრისტეს შობის წელზე, რომლის მიხედვითაც ქრისტე იშვა ახ. წ. 1 წელს, თუმცა თანამედროვე სწავლულებმა დაადგინეს, რომ ქრისტე დაახლ. ახ. წ. IV საუკუნეში უნდა შობილიყო. ემილიანი ამბობდა, რომ წელთაღრიცხვის ათვლა ჰოლოცენის ეპოქის მიახლოებითი დასაწყისიდან უფრო ლოგიკურია.
  • ქრისტეს შობა, ჰოლოცენის ეპოქის დასაწყისისგან განსხვავებით, მთელ მსოფლიოში მიღებული უნივერსალური მოვლენა არ არის.
  • ძვ. წ./ქრ.შ.-მდე მომხდარი მოვლენების მსვლელობა წარსულიდან მომავლისკენ წელიწადების კლებით ხასიათდება, რაც მათი ქრონოლოგიის გამოთვლას გაცილებით ართულებს.
  • ახალი სტილის კალენდარში არ არსებობს წელიწადი 0. ძვ. წ. 1 წლის შემდეგ პირდაპირ ახ. წ. 1 წელი დგება, რაც ქრონოლოგიის გამოთვლას კიდევ უფრო ართულებს. იგივე ხარვეზი აქვს ამ კალენდრის ანალოგიურ არარელიგიურ სისტემასაც.

ჰ. ე. ათვლის წერტილად „ადამიანთა ეპოქის“ დასაწყისს იყენებს, რომელიც ძვ. წ. 10 000 წლად, ანუ ჰ. ე. 1 წლად დადგინდა. ამავე პრინციპით, ახ. წ. 1 წელი იგივეა, რაც ჰ. ე. 10 001 წელი.[1] ეს არის ახლანდელი გეოლოგიური ეპოქის, ჰოლოცენის მიახლოებითი დასაწყისი. ამის მოტივად იქცა ის ვარაუდი, რომ ადამიანური ცივილიზაცია (ე.ი. პირველი ადამიანური ჩასახლებები, მეურნეობა და ა.შ.) ამ დროს აღორძინდა. ემილიანიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ჰოლოცენის ეპოქის დასაწყისადაც მის მიერ შემოთავაზებული სისტემის დასაწყისი უნდა ჩაითვალოს.[2]

ადამიანთა ეპოქის სისტემის მომხრეები აცხადებენ, რომ ეს კალენდარი გაამარტივებს გეოლოგიურ, არქეოლოგიურ, დენდროქრონოლოგიურ, ანთროპოლოგიურ და ისტორიულ დათარიღებას. ამავდროულად, ეს წელთაღრიცხვა ემყარება ქრისტეს შობისგან განსხვავებით, უნივერსალურად აღიარებულ მოვლენას. ისტორიის ყოველი თარიღი განთავსდება მარტივ, ზრდად, დადებითი რიცხვების სისტემაში. კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ჰოლოცენის კალენდრის ათვლა ნებისმიერ სხვა კალენდარზე ადრე იწყება, რაც საგრძნობლად გაამარტივებს თარიღების სხვა კალენდრებიდან გადმოტანას და/ან შედარებას.

როცა ემილიანი კალენდრის შესახებ 1994 წლის სტატიაში საუბრობდა, მან ახსენა, რომ ჰოლოცენის ეპოქის დასაწყისზე შეთანხმებული აზრი არ არსებობდა; მიახლოებითი თარიღი მერყეობს 12 700 წლიდან 10 970 წლამდე ჩვენს დრომდე (ახ. წ. 1950 წელი).[2] შემდგომმა კვლევებმა ჰოლოცენის ეპოქის დასაწყისი უფრო დიდი სიზუსტით დაადგინა. 2013 წელს გმსგ-მ ჰოლოცენის ეპოქის დასაწყისად ძვ. წ. 9701 წელი მიიღო (11 700 წელი ახ. წ. 2000 წლამდე), რაც ჰოლოცენის კალენდრის ათვლის თარიღს 300 წლით სცდება.[3]

მსგავსი შემოთავაზებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს გაბრიელ დევილმა „Calendrier nouveau de chronologie ancienne“-ის (CNCA) გამოყენების შემოთავაზება წარადგინა, რომელიც ახ. წ. 1 წელს 10 000 წლით ადრე ათავსებდა. ეს სისტემა ზუსტად ისეთივეა, როგორიც ემილიანის.[4]

1963 წელს ე.რ. ჰოუპმა „Anterior Epoch“-ის (AE) სისტემა შემოიღო, რომელიც ზემოთხსნებული სისტემების იდენტურია.[5]

იულიუსის ან გრიგორიანული კალენდრიდან თარიღების ადამიანთა ეპოქაზე გადაყვანა ახ. წ./ჩვ. წ.-ის თარიღებისთვის 10 000 წლის მიმატებით ხდება. ამჟამინდელი წლის, 2024-ის ჰოლოცენის კალენდარზე გადაყვანა შეიძლება წინ ციფრ „1“-ის მიწერით, ანუ ჰ. ე. 12 024 წელი. ძვ. წ./ქრ.შ.-მდე არსებული თარიღების გადაყვანა მათი 10 001-ზე გამოკლებით ხდება.

ზოგიერთი ისტორიული თარიღის შედარება გრიგორიანული და ჰოლოცენის კალენდრებისთვის
გრიგორიანული წელი ISO 8601 ჰოლოცენის წელი მოვლენა
ძვ. წ. 10001 −10000[] ჰ. ე. 0 ჰოლოცენის ერის დასაწყისი
ძვ. წ. 9701 −9700 ჰ. ე. 300 პლეისტოცენის ეპოქის დასასრული და ჰოლოცენის ექოქის დასაწყისი[3]
ძვ. წ. 4714 −4713 ჰ. ე. 5287 იულიუსის სისტემის დასაწყისი: იულიუსის კალენდრის მიხედვით, მე-0 დღე იწყება გრინვიჩის შუადღეს, 1 იანვარს, ძვ. წ. 4713 წელს, რაც გრიგორიანული კალენდრით ძვ. წ. 4714 წლის 24 ნოემბერია.[6]:10
ძვ. წ. 3761 −3760 ჰ. ე. 6240 ებრაული კალენდრის ათვლის დასაწყისი[6]:11
ძვ. წ. 3102 −3101 ჰ. ე. 6899 კალი-იუგას დასაწყისი[7]
ძვ. წ. 2250 −2249 ჰ. ე. 7751 მეგალაიანის ხანის დასაწყისი, ჰოლოცენის ერის ამჟამინდელი და ბოლო ეტაპი (სამი ეტაპიდან).[8][9]
ძვ. წ. 45 −0044 ჰ. ე. 9956 იულიუსის კალენდრის შემოღება
ძვ. წ. 1 +0000 ჰ. ე. 10000 წელიწადი 0 ISO 8601-ზე
ახ. წ. 1 +0001 ჰ. ე. 10001 ჩვენი წელთაღრიცხვის და ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისი
622 +0622 ჰ. ე. 10622 მუჰამადის მექადან მედინაში გადასახლება (ჰიჯრა), მუსლიმური კალენდრის შემოღება[10][11]
1582 +1582 ჰ. ე. 11582 გრიგორიანული კალენდრის შემოღება[6]:47
1912 +1912 ჰ. ე. 11912 ჩრდილოეთ კორეული კალენდრის შემოღება[12][13]
1960 +1960 ჰ. ე. 11960 UTC
1970 +1970 ჰ. ე. 11970 იუნიქსის დრო[14]
1993 +1993 ჰ. ე. 11993 ჰოლოცენის კალენდრის შემოთავაზება
2024 +2024 ჰ. ე. 12024 ახლანდელი დრო
10000 +10000 ჰ. ე. 20000
  1. ემილიანი[1] ამბობს, რომ მისი შემოთავაზება „ახ. წ. 1 წელს აქცევს 10 001 წლად“, თუმცა არ ახსენებს გრიგორიანულ და იულისუსის კალენდრებს. შესაბამისად, ეს შემოთავაზება სისტემის ათვლის კონკრეტულ თარიღს არ აზუსტებს.


  1. 1.0 1.1 1.2 ემილიანი, ჩეზარე (1993). „Correspondence – Calendar Reform“. Nature. 366 (6457): 716. Bibcode:1993Natur.366..716E. doi:10.1038/366716b0. ციტატა: „Setting the beginning of the human era at 10,000 BC would date […] the birth of Christ at [25 December] 10,000“
  2. 2.0 2.1 ემილიანი, ჩეზარე (1994). „Calendar reform for the year 2000“. Eos. 75 (19): 218. Bibcode:1994EOSTr..75..218E. doi:10.1029/94EO00895.
  3. 3.0 3.1 Walker, Mike; Jonsen, Sigfus; Rasmussen, Sune Olander; Popp, Trevor; Steffensen, Jørgen-Peder; Gibbard, Phil; Hoek, Wim; Lowe, John; Andrews, John; Björck, Svante; Cwynar, Les C.; Hughen, Konrad; Kershaw, Peter; Kromer, Bernd; Litt, Thomas; Lowe, David J.; Nakagawa, Takeshi; Newnham, Rewi; Schwander, Jacob (2009). „Formal definition and dating of the GSSP (Global Stratotype Section and Point) for the base of the Holocene using the Greenland NGRIP ice core, and selected auxiliary records“ (PDF). Journal of Quaternary Science. 24 (1): 3–17. Bibcode:2009JQS....24....3W. doi:10.1002/jqs.1227. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2013-11-04.
  4. კლოდ ნაუდინი (2001). De temps en temps: Histoires de calendrier. ISBN 2-7028-4735-8. 
  5. ჰოუპი, ე.რ. (1963). „The Arithmetical Reform of the Calendar, Part I“. Journal of the Royal Astronomical Society of Canada. 57 (1): 14-23. Bibcode:1963JRASC..57...14H.
  6. 6.0 6.1 6.2 Dershowitz, Nachum; Reingold, Edward M. (2008) Calendrical Calculations, 3rd, Cambridge University Press. ISBN 978-0-521-70238-6. 
  7. იხილეთ: Matchett, Freda, "The Puranas", p 139 and Yano, Michio, "Calendar, astrology and astronomy" in ფლადი, გევინ (ედ) (2003). Blackwell companion to Hinduism. Blackwell Publishing. ISBN 978-0-631-21535-6. 
  8. ICS chart containing the Quaternary and Cambrian GSSPs and new stages (v 2018/07) is now released!. ციტირების თარიღი: February 6, 2019
  9. Conners, Deanna. (September 18, 2018) Welcome to the Meghalayan age. ციტირების თარიღი: February 6, 2019
  10. Aisha El-Awady. (2002-06-11) Ramadan and the Lunar Calendar. Islamonline.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-14. ციტირების თარიღი: 2006-12-16
  11. Hakim Muhammad Said. (1981)The History of the Islamic Calendar in the Light of the Hijra. Ahlul Bayt Digital Islamic Library Project. ციტირების თარიღი: 2006-12-16
  12. Hy-Sang Lee (2001). North Korea: A Strange Socialist Fortress. Greenwood Publishing Group, გვ. 220. ISBN 978-0-275-96917-2. 
  13. (2000) Chinese History: A Manual. Harvard Univ Asia Center, გვ. 184–185. ISBN 978-0-674-00249-4. 
  14. The Open Group Base Specifications Issue 7, Rationale, section 4.16 Seconds Since the Epoch. The OpenGroup (2018).