შემგროვებლობა (მეურნეობის დარგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შემგროვებლობა — პრეისტორიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა, ე.წ. მითვისებითი მეურნეობის ერთ-ერთი დარგი. შემგროვებლობა პირველყოფილი ადამიანის წარმოშობისთანავე გაჩნდა და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.

თითქმის მთელი ქვის ხანის პერიოდში და კიდევ უფრო გვიან ადამიანის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებული იყო საკვების მოპოვებასთან. ეს ხდებოდა ნადირობით, თევზჭერით ან შემგროვებლობით.

ქვის ხანის ადამიანემა კარგად იცოდნენ შემგროვებლობა, ჰქონდათ ათვისებული გარკვეული სივრცე, საკუთარი ტერიტორია. საკვების მოპოვების პროცესში მთელი ჯოგი მომთაბარეობდა. გარკვეულ პუნქტში ჯოგის ხანგრძლივ დგომას საკვები რესურსების – შეგროვილისა და ნანადირევის სიუხვე განპირობებდა. შემგროვებლობა დამოკიდებული იყო კლიმატურ პირობებზე, საარსებო რესურსებზე, შესაბამისი იარაღის ფლობაზე.

საკვების მოპოვებისათვის პირველყოფილი ადამიანები იყენებდნენ ქვის და ხის იარაღებს — ხელცულებს, საჩიჩქნებს, წვეტანებს, დანებსა და შუბებს. ტექნიკური მიღწევებიდან, აღსანიშნავია, ბუმერანგები.

პირველი ადამიანები აგროვებდნენ ქერქს, ფესვებს, ბალახს, ტყის ნაყოფს და სხვ., რაც კი საკვებად ვარგისი და გამოსადეგი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]