შინაარსზე გადასვლა

ჰაქსოუს გმირი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჰაქსოუს გმირი“
ინგლ. Hacksaw Ridge
ჟანრი ბიოგრაფიული, საომარი, ისტორიული
რეჟისორი მელ გიბსონი
პროდიუსერი

ბილ მექანიკი დევიდ პერმუთი ტერი ბენედიქტე პოლ კური ბრიუს დევი ბრაიან ოლივერი

უილიამ დ ჯონსონი
როლებში
კომპოზიტორი რუპეტ გრეგსონ უილიამსი
მწარმოებელი კომპანია

Summit Entertainment Cross Creek Pictures Demarest Media Argent Pictures IM Global AI Film Productions Vendian Entertainment Kylin Pictures Pandemonium Films

Permut Presentations Production
დისტრიბუტორი

Lionsgate (აშშ)
Icon Film Distribution (ავსტრალია)

IM Global (საერთაშორისო)
გამოსვლის თარიღი

4 სექტემბერი, 2016 წელი (ვენეცია)
3 ნოემბერი, 2016 წელი (ავსტრალია)

4 ნოემბერი, 2016 წელი (აშშ)
ხანგრძლივობა 139 წუთი
ქვეყანა

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები

ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 40 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 180.4 მილიონი აშშ დოლარი

ჰაქსოუს გმირი (ინგლ. Hacksaw Ridge) — 2016 წლის ბიოგრაფიული საომარი ფილმი, რომლის რეჟისორია მელ გიბსონი და სცენარის ავტორი: ენდრიუ ნაიტი და რობერტ შენკკანი. ფილმი დაფუძნებულია 2004 წლის დოკუმენტურ ფილმზე „კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგე". ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს, მთავარი გმირი კი - დესმონდ დოსია, ამერიკელი პაციფისტი საბრძოლო ექიმი, რომელმაც, როგორც მეშვიდე დღის ადვენტისტმა ქრისტიანმა, უარი თქვა ნებისმიერი სახის იარაღის ან ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე ან გამოყენებაზე. დოსი გახდა პირველი კეთილსინდისიერი მებრძოლი, რომელსაც ღირსების მედალი მიენიჭა ოკინავას ბრძოლის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის. მთავარი პრესონაჟის, დოსის როლს ენდრიუ გარფილდი ასრულებს. მეორეხარისხოვან როლებშია: სემ უორტინგტონი, ლუკ ბრეისი, ტერეზა პალმერი, ჰუგო უივინგი, რეიჩელ გრიფიტსი და ვინს ვონი.

ფილმი გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2016 წლის 4 ნოემბერს და მსოფლიოს მასშტაბით 180.4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. კრიტიკოსებმა ფილმი მოიწონეს და განსაკუთრებულად შეაქეს გიბსონის რეჟისურა და გარფილდის შესრულება. ჰაქსოუს გმირი ამერიკის კინო ინსტიტუტმა აირჩია, როგორც წლის საუკეთესო ფილმების ათეულში შემავალი ფილმი.[1] მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია. ფილმმა მიიღო ოსკარის ექვსი ნომინაცია ოსკარის 89-ე დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო სურათის, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი კაცის (გარფილდი) და საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის. მან მოიგო პრიზები საუკეთესო ხმის მიქსისა და საუკეთესო ფილმის მონტაჟის ნომინაციებში. [2] [3] ფილმმა ასევე მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაციები საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მსახიობი კაცისთვის, [4] და 12 AACTA ჯილდოს ნომინაცია, რომელთაგან უმრავლესობაში გაიმარჯვა (მათ შორის: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ორიგინალური სცენარი, გარფილდი, როგორც საუკეთესო მსახიობი და უოვინგი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი).

  • ენდრიუ გარფილდი დესმონდ დოსის როლში
  • სემ უორთინგტონი კაპიტანი ჯეკ გლოვერი
  • ლუკ ბრეისი „სმიტი" რიკერის როლში
  • ჰუგო უივინგი, როგორც ტომ დოსი, დესმონდის მამა
  • ტერეზა პალმერი, როგორც დოროთი შუტე, დესმონდის ცოლი
  • რეიჩელ გრიფიტსი, როგორც ბერტა დოსი, დესმონდის დედა
  • ვინს ვეუგი სერჟანტი ჰოუელის როლში
  • რაიან კორი ლეიტენანტ მანვილის როლში
  • რიჩარდ როქსბურგი, როგორც პოლკოვნიკი სტელცერი
  • ლუკ პეგლერი, როგორც მილტ „ჰოლივუდ" ზეინი
  • რიჩარდ პიროსი რანდალი „თიჩ" ფულერის როლში
  • ბენ მინგაი „გრიზ" ნოლანის როლში
  • მაიკლ შისბი '„ტექს" ლევისის როლში
  • ფირას დირანი ვიტო რინელის როლში
  • დემიენ ტომლინსონი, როგორც რალფ მორგანი
  • მეტ ნაბლი, როგორც პოდპოლკოვნიკი კუნი
  • რობერტ მორგანი პოლკოვნიკ სანგსტონის როლში
  • ნათანაელ ბუზოლიჩი, როგორც ჰაროლდ „ჰალ" დოსი, დესმონდის ძმა
  • მილო გიბსონი „ლაქი" ფორდის როლში
  • გორან კლეუტი, როგორც ენდი „გოულ" უოკერი

ჰაქსოუს გმირი 14 წლის განმავლობაში მზადდებოდა. [5] მრავალი პროდიუსერი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა დოსის მოთხრობის გადაღებას, მათ შორის იყო ომის გმირი აუდი მერფი და ჰალ უოლისი.

2001 წელს, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დარწმუნდა დოსი, რომ მის შესანიშნავ ცხოვრებაზე ფილმის გადაღება სწორი საქმე იყო, სცენარისტმა / პროდიუსერმა გრეგორი კროსბიმ ( ბინგ კროსბის შვილიშვილი) დაწერა მცირე სცენარი და პროექტი მიუტანა პერმუტის პრეზენტაციების კინოპროდიუსერ დევიდ პერმუტს, რამაც საბოლოოდ ფილმის დაფინანსება გამოიწვია. [5]

2004 წელს რეჟისორმა ტერი ბენედიქტმა მოიპოვა უფლებები დოსის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე, საფუძვლად კი დოკუმენტური ფილმი, კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგე დაედო. დოსი გარდაიცვალა 2006 წელს, რის შემდეგაც პროდიუსერმა ბილ მექანიკმა შეიძინა და შემდეგ მიჰყიდა უფლებები Walden Media- ს, რომელმაც შექმნა პროექტი დევიდ პერმუტთან ერთად.[6] გრეგორი კროსბი და სტივ ლონგი ფილმის თანაპროდიუსერები იყვნენ.[7][8]

რობერტ შენკკანმა შეადგინა თავდაპირველი სცენარი ხოლო რანდალ უოლესმა, რომელიც ადრე ფილმის თანარეჟისორი იყო, სცენარი გადაწერა.[9] ენდრიუ ნაითმა სცენარი დაარედაქტირა.[10]

მთავარი გადაღებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის ძირითადი გადაღებები დაიწყო 2015 წლის 29 სექტემბერს, [11] და გაგრძელდა 59 დღე, [12] დასრულდა იმავე წლის დეკემბერში. [5] გადაღებები მთლიანად ავსტრალიაში მიმდინარეობდა. [13] გადაღებები ძირითადად ახალ სამხრეთ უელსის შტატში მიმდინარეობდა - რიჩმონდში, ბრინჯელი, [14] და ორანის პარკი . [15]

კევინ ო'კონელმა, რომელმაც ამ ფილმში პირველი ოსკარის პრემია მოიპოვა ხმის მიქსის ნომინაციაში (21 ნომინაციის შემდეგ), აღნიშნა, რომ ბიუჯეტის შეზღუდვებმა აიძულა გამოეყენებინა საარქივო ხმები, რათა კარგად აღებეჭდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იარაღის შესაბამისი ხმა. [16]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Hipes, Patrick. (December 8, 2016) AFI Awards: Best Of 2016 List Includes 'Silence', 'Hacksaw Ridge' & More. ციტირების თარიღი: December 8, 2016.
  2. 'Hacksaw Ridge' wins 2 Oscar awards, honoring local Desmond Doss (February 28, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 1, 2017. ციტირების თარიღი: February 28, 2017.
  3. THE 89TH ACADEMY AWARDS (February 26, 2017). ციტირების თარიღი: June 14, 2017.
  4. Golden Globes 2017: The Complete List of Nominations (December 12, 2016). ციტირების თარიღი: December 12, 2016.
  5. 5.0 5.1 5.2 Michael Peabody. (February 3, 2016) Gibson's "Hacksaw Ridge" Enters Post-Production: Release Target in Time for Oscar?. Religious Liberty. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 7, 2016. ციტირების თარიღი: September 11, 2016.
  6. Jaafar, Ali (November 20, 2014). „Mel Gibson In Talks To Direct 'Hacksaw Ridge' With Andrew Garfield Starring In War Hero Pic“. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 23, 2014. ციტირების თარიღი: November 23, 2014.
  7. Levy, Emanuel. (August 26, 2016) Hacksaw Ridge (2016): Gibson's War Biopic, Starring Andrew Garfield. ციტირების თარიღი: January 14, 2017.
  8. McNary, Dave. (November 4, 2015) AFM: How Mel Gibson's 'Hacksaw Ridge' Finally Came Together. ციტირების თარიღი: January 14, 2017.
  9. Bond, Paul. (June 9, 2016) Mel Gibson Planning 'Passion of the Christ' Sequel (Exclusive). The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: January 31, 2018.
  10. Bulbeck, Pip (July 30, 2015). „Mel Gibson Ready to Honor Desmond T. Doss with 'Hacksaw Ridge'. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 2, 2015. ციტირების თარიღი: August 1, 2015.
  11. Pip Bulbeck. (September 29, 2015) Mel Gibson's 'Hacksaw Ridge' Begins Filming. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: September 11, 2016.
  12. Ethan Sacks. (October 30, 2016) Mel Gibson's war movie 'Hacksaw Ridge' may be his miracle. New York Daily News. ციტირების თარიღი: October 31, 2016.
  13. Don Steinberg. (October 26, 2016) How War-Movie Veteran Mel Gibson Approached Directing 'Hacksaw Ridge'. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: October 27, 2016.
  14. Luisa Cogno. (August 3, 2016) Mel Gibson's war movie Hacksaw Ridge filmed in Bringelly to open in cinemas in November. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: September 11, 2016.
  15. Amy Harris. (August 27, 2016) Sydney is the movie capital of Australia. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: September 11, 2016.
  16. Matt Grobar. (December 15, 2016) 'Hacksaw Ridge' Sound Mixer Kevin O'Connell On Producing A PTSD-Triggering Soundscape. ციტირების თარიღი: November 10, 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰაქსოუს_გმირი“-დან