შინაარსზე გადასვლა

ჰასან ალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰასან ალიევი
აზერ. Həsən Əlirza oğlu Əliyev
დაბ. თარიღი 15 დეკემბერი, 1907
დაბ. ადგილი ჯომარდლი, ზენგეზურის მაზრა, ელიზოვეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 2 თებერვალი, 1993
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ეროვნება აზერბაიჯანელები
საქმიანობა ნიადაგთმცოდნე
მუშაობის ადგილი აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადმიის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (1932)
სამეცნიერო ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
განთქმული მოსწავლეები ბუდაგ ბუდაგოვი და ბალაქახანიმ ნაზიროვა
სამეცნიერო ხარისხი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
მამა ალირზა ალიევი
შვილ(ებ)ი რასიმ ალიევი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია, სამამულო ომის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, მედალი „შრომის ვეტერანი“, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების 50 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავის“ საიუბილეო მედალი და 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავის“ საიუბილეო მედალი
გავლენა მოახდინეს
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია და ნიადაგთმცოდნეობა

ჰასან ალირზა-ოღლუ ალიევი (აზერ. Həsən Əlirza oğlu Əliyev; დ. 15 დეკემბერი, 1907, ჯომარდლი, ელიზავეტპოლის გუბერნია — გ. 2 თებერვალი, 1993, ბაქო) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი მეცნიერი, აზერბიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალივის უფროსი ძმა.

ჰასან ალიევი დაიბადა 1907 წლის 15 დეკემბერს ზანგეზურის მაზრის სოფელ ჯომარდლიში (ამჟამად ს. თანაჰატი, სიუნიქი). 1922 წლის მიწურულს ნახიჩევანში პიონერული მოძრაობის ფორმირებისას, ჰასან ალიევი გ. თაგიევის წრეში აღმოჩნდა, რომელიც ნახიჩევანში პიონერული წრეების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა. 1924-1930 წწ. ის ქალაქ ნახიჩევანში სოფლის საღამოს სკოლაში სწავლობდა.

სამეცნიერო მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წელს აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა. 1934 წელს ალიევმა კიროვაბადში (განჯა) აზერბაიჯანის ბამბის წარმოების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასპირანტურა დაასრულა. დიდი სამამულო ომის დაწყების გამო ჰასან ალიევი წყვეტს თავის სამეცნიერო კვლევით საქმიანობას და მიემგზავრება ფრონტზე.[1] 1943 წელს ერთ-ერთი ბრძოლისას მძიმედ დაიჭრა და ფრონტიდან იქნა დემობილიზებული. სამეცნიერო საქმიანობაში დაბრუნებულმა, 1944 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მდინარეთა ქვედა დინებების ნიადაგები დიდი კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე“.

1944-1949 წლების განმავლობაში ის მუშაობდა აზერბიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ნიადაგთმცოდნეობისა და აგროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1945-1949 წლებში — აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად, შემდგომ 1952 წლამდე — აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორად. 1952 წელს ალიევი აირჩიეს აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. იყო აზერბაიჯანის კპ ცკ-ის მდივანი 1952, აზერბაიჯანის კპ ცკ-ის წევრი (1952–1954), აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1968-1987 წლებში აზერბიაჯანის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორად მუშაობდა. ამავდროულად, 1946-დან 1962 წლამდე, ის იყო ნიადაგთმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების აზერბაიჯანული ფილიალის თავმჯდომარე. 1980 წელს ჰასან ალიევი აირჩიეს აზერბაიჯანის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტად, ხოლო 1986 წელს აზერბაიჯანის ბუნების დაცვის კომისიის თავმჯდომარედ.

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ორდუბადის რაიონში მდებარე ზანგეზურის ეროვნული პარკი ჰასან ალიევის სახელს ატარებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]