ჰასან ალიევი
ჰასან ალირზა-ოღლუ ალიევი (აზერ. Həsən Əlirza oğlu Əliyev; დ. 15 დეკემბერი, 1907, ჯომარდლი, ელიზავეტპოლის გუბერნია — გ. 2 თებერვალი, 1993, ბაქო) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი მეცნიერი, აზერბიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალივის უფროსი ძმა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიჭაბუკე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰასან ალიევი დაიბადა 1907 წლის 15 დეკემბერს ზანგეზურის მაზრის სოფელ ჯომარდლიში (ამჟამად ს. თანაჰატი, სიუნიქი). 1922 წლის მიწურულს ნახიჩევანში პიონერული მოძრაობის ფორმირებისას, ჰასან ალიევი გ. თაგიევის წრეში აღმოჩნდა, რომელიც ნახიჩევანში პიონერული წრეების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა. 1924-1930 წწ. ის ქალაქ ნახიჩევანში სოფლის საღამოს სკოლაში სწავლობდა.
სამეცნიერო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1932 წელს აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა. 1934 წელს ალიევმა კიროვაბადში (განჯა) აზერბაიჯანის ბამბის წარმოების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასპირანტურა დაასრულა. დიდი სამამულო ომის დაწყების გამო ჰასან ალიევი წყვეტს თავის სამეცნიერო კვლევით საქმიანობას და მიემგზავრება ფრონტზე.[1] 1943 წელს ერთ-ერთი ბრძოლისას მძიმედ დაიჭრა და ფრონტიდან იქნა დემობილიზებული. სამეცნიერო საქმიანობაში დაბრუნებულმა, 1944 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მდინარეთა ქვედა დინებების ნიადაგები დიდი კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე“.
1944-1949 წლების განმავლობაში ის მუშაობდა აზერბიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ნიადაგთმცოდნეობისა და აგროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1945-1949 წლებში — აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად, შემდგომ 1952 წლამდე — აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორად. 1952 წელს ალიევი აირჩიეს აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. იყო აზერბაიჯანის კპ ცკ-ის მდივანი 1952, აზერბაიჯანის კპ ცკ-ის წევრი (1952–1954), აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1968-1987 წლებში აზერბიაჯანის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორად მუშაობდა. ამავდროულად, 1946-დან 1962 წლამდე, ის იყო ნიადაგთმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების აზერბაიჯანული ფილიალის თავმჯდომარე. 1980 წელს ჰასან ალიევი აირჩიეს აზერბაიჯანის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტად, ხოლო 1986 წელს აზერბაიჯანის ბუნების დაცვის კომისიის თავმჯდომარედ.
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ორდუბადის რაიონში მდებარე ზანგეზურის ეროვნული პარკი ჰასან ალიევის სახელს ატარებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Qəbələdə akademik Həsən Əliyevin 110 illik yubileyi qeyd olunub (20 November 2017). ციტირების თარიღი: 7 September 2020
- AMEA-da akademik Həsən Əliyevin 110 illik yubileyi qeyd olunub (26 December 2017). ციტირების თარიღი: 7 September 2020
- Həsən Əlirza oğlu Əliyevin 90 illik yubileyi haqqında AZƏRBAYCAN RESPUBLIKASI PREZIDENTININ SƏRƏNCAMI (24 November 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 7 September 2020
- Akademik Həsən Əliyevin 110 illik yubileyinin keçirilməsi haqqında AZƏRBAYCAN RESPUBLİKASI PREZİDENTİNİN SƏRƏNCAMI (7 February 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 7 September 2020
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ლენინის ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- სამამულო ომის ორდენის კავალრები
- შრომითი მამაცობისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- შრომის ვეტერანის მედლით დაჯილდოებულები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლის მედლით დაჯილდოებულები
- დაბადებული 15 დეკემბერი
- დაბადებული 1907
- გარდაცვლილი 2 თებერვალი
- გარდაცვლილი 1993
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენის კავალრები
- აზერბაიჯანელი გეოგრაფები
- აზერბაიჯანის სსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აზერბაიჯანის სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები