ჯუბა (მდინარე)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
უები-შაბელე | |
---|---|
ქვეყანა | ეთიოპია, სომალი |
სათავე | დავას და გენალეს მდინარეების შეერთება |
სიგრძე | 497 კმ |
აუზის ფართობი | 497 504 კმ² |
უები-შაბელე ვიკისაწყობში |
ჯუბა (სომალ. Wabiga Jubba, იტალ. Giuba) — მდინარე სომალის სამხრეთში. სათავეს იღებს ეთიოპიის საზღვართან დავას და გენალეს მდინარეების შეერთებისას. მიედინება სამხრეთისაკენ და ჩაედინება ინდოეთის ოკეანეში.
ჯუბის აუზი ძირითადად წარმოადგენს სავანას. იგი ქვეყნის ყველაზე მდიდარი რეგიონია მაღალი ნაყოფიერების გამო — აქ მოდის ყველაზე მეტი ნალექი.
ცხოველთა სამყარო მდინარის ნაპირზე წარმოდგენილია ისეთი წარმომადგენლებით, როგორებიცაა: ჟირაფები, ავაზები, ლომები, ჯიქები, აფთრები, კამეჩები, ბეჰემოთები, ნიანგები, გველები, სპილოები, ორიქსები, გაზელები და ველური ვირები.
მდინარის სახელთანაა დაკავშირებული სომალის ადმინისტრაციული რეგიონები: შუა ჯუბის რეგიონი და ქვემო ჯუბის რეგიონი.