უები-შაბელე
უები-შაბელე | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა | ეთიოპია, სომალი |
სიგრძე | 1600 კმ |
აუზის ფართობი | 194 000 კმ² |
![]() |
უები-შაბელე (სომალიში), ასევე უაბი-შებელე (ეთიოპიაში) (სომალ. Webi Shabeelle, იტალ. Uebi Scebeli) — მდინარე სომალიში და ეთიოპიაში. სათავეს იღებს ეთიოპიაში, რომლის ტერიტორიაზეც მოედინება დაახლოებით 1000 კმ. ქვემო დინებაში მიედინება პრაქტიკულად ოკეანის ნაპირის პარალელურად 10-15 კმ-ის მანძილზე. ჩაედინება მდინარე ჯუბაში.
ეთიოპიის ტერიტორიაზე მდინარეს ეძახიან უაბი-შებელეს, სომალის ტერიტორიაზე — უები-შაბელეს.
ჰიდროლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიგრძე დაახლოებით 1600 კმ, მდინარის აუზის ფართობი — დაახლოებით 194 000 კმ². აქვს, როგორც სეზონური, ასევე მუდმივი მდინარეების რამდენიმე შენაკადი, რომელთა შორისაა: — ერერი, გალეტი, უაბი (ყველა ეთიოპიაში). მდინარე ფაფენი აღწევს უები-შაბელეს მხოლოდ ძლიერი წვიმების დროს: მისი წყლები გამოილევა მთავარ მდინარესთან მიღწევამდე.
მდინარის აუზი ძირითადად წარმოადგენს სავანას. მდინარე შრება ძლიერი გვალვების დროს.