შინაარსზე გადასვლა

ომო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მდინარე ომოს ხეობა ქვემო დინებაში
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ეთიოპიის დროშა ეთიოპია | ქვეყნის დროშა2 | name = ეთიოპიის დროშა ეთიოპია | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
რეგიონი აფრიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 17
Map

ომომდინარე ეთიოპიაში. მისი სიგრძეა 760 კმ. სათავეს იღებს ადის-აბების სამხრეთ-დასავლეთით და ჩაედინება ტურკანის ტბაში. გაედინება ეთიოპიის პლატოზე, სადაც საუკეთესო პირობებს ქმნის კუების ბინადრობისთვის.

პირველი ევროპელი, რომელიც თავის მეორე ექსპედიციისას (1895–1897 წლები) გაუყვა მდინარის კალაპოტს მის შესართავამდე — ტურკანის ტბამდე, იყო მკვლევარი ვიტორიო ბოტეგო.

მდინარის ქვემოწელი საკმაოდ მნიშვნელოვანია გეოლოგიური და არქეოლოგიური თვალსაზრისით. აქ მდებარეობს რამდენიმე არქეოლოგიური ზონა, რომლებიც პლიოცენისა და პლეისტოცენის ხანას განეკუთვნება. პირველად ისინი ფრანგულმა და ამერიკულმა ჯგუფებმა გათხარეს. მრავალ ადგილასაა აღმოჩენილი ნამარხი ნივთები, რომლებიც ავსტრალოპითეკსა და ჰომოს განეკუთვნება. მათ შორისაა კვარციტისგან დამზადებული იარაღები. ყველაზე ძველი ნივთი 2,4 მლნ წლით თარიღდება.

ყოველივე ამის შედეგად, იუნესკომ ეს ტერიტორია 1980 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 17
ინგლ.რუს.ფრ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ომო&oldid=5327700“-დან