ჯონ ფავრო
ჯონ ფავრო | |
---|---|
ჯონ ფავრო 2016 წლის მარტში | |
დაბადების თარიღი |
19 ოქტომბერი, 1966 ფლაშინგი, კუინზი, ნიუ-იორკი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1992-დან დღემდე |
სიმაღლე | 182,9 სმ |
მეუღლე(ები) | ჯოიე ტილემი (იქ. 2024) |
შვილ(ებ)ი | 3 |
ჯონ ფავრო (ინგლ. Jon Favreau; დ. 19 ოქტომბერი, 1966) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.
ჯონ ფავრო დაიბადა ფლაშინგში (ნიუ-იორკი), მეიდელინ და ჩარლზ ფავროების ოჯახში. დაამთავრა ბრონქსის საშუალო სკოლა 1984 წელს.[1] იმავე წელს სწავლა განაგრძო კუინზის კოლეჯში,[2] რომელიც რამდენიმეჯერ მიატოვა. 1988 წელს გადავიდა ჩიკაგოში.[3] გარკვეული დროის შემდეგ გადადის ლოს-ანჯელესში, სადაც მონაწილეობას იღებს დაბალბიუჯეტიან ფილმებში.
იგი ცნობილია Marvel-ის კინოსამყაროსთან თანამშრომლობით, რომლისთვისაც გადაიღო ფილმები: „რკინის კაცი“ (2008) და „რკინის კაცი 2“ (2010), ასევე მოირგო ჰეპი ჰოგანის როლი ამავე ფილმებში. მან ჰეპი ჰოგანის როლის განსახიერება განაგრძო ფილმებში: შურისმაძიებლები“ (2012), „რკინის კაცი 3 (2013), „შურისმაძიებლები: ალტრონის ეპოქა“ (2015), „ადამიანი-ობობა: დაბრუნება“ (2017), „შურისმაძიებლები: უსასრულლობის ომი“ (2018), „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019), „ადამიანი ობობა: სახლიდან შორს“ (2019) და „ადამიანი ობობა: სახლისკენ გზა არ არის“ (2021).
ფავრო ასევე რეჟისორია ფილმებისა: „ელფი“ (2003), „ზათურა: კოსმოსური თავგადასავალი“ (2005), „კოვბოიები და უცხოპლანეტელები“ (2011), „შეფმზარეული“ (2014), ჯუნგლების წიგნი (2016) და მეფე ლომი (2019).
კინომატოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართულად | მშობლიური სახელი | გამოშვების თარიღი | ბიუჯეტი (მილიონებში) |
შემოსავალი (მილიონებში) |
RT შეფასება[4] |
---|---|---|---|---|---|
„ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის“ | Made | 2001 | 5 000 000 | 5 480 653 | 71% (6.4/10) |
„ელფი“ | Elf | 2003 | 33 000 000 | 220 000 000 | 83% (7/10) |
„ზათურა: კოსმოსური თავგადასავალი“ | Zathura: A Space Adventure | 2005 | 65 000 000 | 64 000 000 | 75% (6.2/10) |
„რკინის კაცი“ | Iron Man | 2008 | 140 000 000 | 585 000 000 | 93% (7.9/10) |
„რკინის კაცი 2“ | Iron Man | 2010 | 200 000 000 | 623 000 000 | 73% (7.0/10) |
„კოვბოიები და უცხოპლანეტელები“ | Cowboys & Aliens | 2011 | 163 000 000 | 174 000 000 | 45% (6/10) |
„შეფმზარეული“ | Chef | 2014 | 11 000 000 | 46 000 000 | 87% (7.3/10) |
„ჯუნგლების წიგნი“ | The Jungle Book | 2016 | 177 000 000 | 966 600 000 | 95% (7.4/10) |
„მეფე ლომი“ | The Lion King | 2019 | 260 000 000 | 1 654 653 262 | 52% (7.2/10) |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯონ ფავრო კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ჯონ ფავრო — Rotten Tomatoes
- ჯონ ფავრო Box Office Mojo-ზე
- ჯონ ფავრო — TV Guide
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Austin, Ben. (August 5, 2011) Jon Favreau ('84) Succeeds Again With Cowboys & Aliens. The Bronx High School of Science Alumni Association & Endowment Fund. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 27, 2017. ციტირების თარიღი: ივლისი 29, 2019.
- ↑ Suter, Bob. (Fall 2006) Lighting Up the Arts: Extraordinary Queens College Alumni Who Have Gone on to Successful Careers in the Arts. Q Magazine. Queens College. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-31. ციტირების თარიღი: 2019-07-29.
- ↑ "Jon Favreau". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-26. ციტირების თარიღი: 2015.
- ↑ Jon Favreau. ციტირების თარიღი: July 12, 2019.
|
- ჯონ ფავრო
- დაბადებული 1966
- დაბადებული 19 ოქტომბერი
- XX საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მსახიობები
- XXI საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მსახიობები
- ამერიკელი რეჟისორები
- ამერიკელი პროდიუსერები
- ამერიკელი მამაკაცი კინომსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი სცენარისტები
- ამერიკელი მამაკაცი ტელემსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი გამხმოვანებლები
- იტალო-ამერიკელები