ჯუნგლების წიგნი
„ჯუნგლების წიგნი“ | |
---|---|
The Jungle Book | |
| |
ავტორი | რადიარდ კიპლინგი |
ილუსტრატორი | ჯონ ლოკვუდ კიპლინგი |
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
სერია | ჯუნგლების წიგნები |
ჟანრი | საბავშვო წიგნი |
გამომცემელი | Macmillan Publishers |
გამოცემის თარიღი | 1894 |
მედია | მაგარი და რბილი ყდები |
წინამორბედი | რუხში |
მომდევნო | „ჯუნგლების მეორე წიგნი“ |
„ჯუნგლების წიგნი“ (ინგლ. The Jungle Book) — ინგლისელი მწერალ რადიარდ კიპლინგის მოთხრობების კრებული. 1893-1894 წლებში მათი ნაწილი გამოიცემოდა სხვადასხვა ჟურნალში. წიგნის სახით გამოვიდა 1894 წელს. ორიგინალური ილუსტრაციები შესრულებულია რადიარდის მამის, ჯონ ლოკვუდ კიპლინგის მიერ. კიპლინგი თავად დაიბადა ინდოეთში და ცხოვრების პირველი ექვსი წელი იქ გაატარა. ინგლისში ათწლიანი ცხოვრების შემდეგ ის დაუბრუნდა ინდოეთს, სადაც ექვსნახევარი წელი იმუშავა. ისტორიები, მოთხრობილი ამ კრებულში, დაწერილია ვერმონტში.
სიუჟეტი ძირითადად იგავების სახეს ატარებს. განიხილება ჯუნგლების კანონი, მაგალითად, ინვიდივუალური ცხოველების, მათი ოჯახების უსაფრთხოების წესები. ყველაზე ცნობილი ისტორიები ეხება ბიჭუნა მაუგლის, რიკი ტიკი ტავის (მანგუსტის) და სპილოების მომვლელ ტუმაის ცხოვრებას.
თავები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნში შეტანილ ყოველ მოთხრობას მოჰყვება ლექსი, ერთგვარი ეპიგრამა.
ამბავი | აღწერა | ეპიგრამული ლექსი |
---|---|---|
„მაუგლის ძმები“ | ინდოელი მგლები ჯუნგლებში, დათვ ბალუს და ავაზა ბაგირას დახმარებით ზრდიან ბიჭუნას. უკვე გაზრდილი მაუგლი ხვდება ვეფხვ შერ ხანს. მოთხრობა აგრეთვე დაიბეჭდა, როგორც ცალკე წიგნი „ღამის სიმღერა ჯუნგლებში“. | სიონების ხროვის სანადირო სიმღერა |
„კაას ნადირობა“ | მოვლენები მიმდინარეობს შერ ხანთან ბრძოლამდე. მაუგლის იტაცებენ ბანდერ-ლოგები, ხოლო ბალუ და ბაგირაა, გველ ჩილის და პითონ კაას დახმარებით, მის გადარჩენას ცდილობენ. | ბანდერ-ლოგების სამოგზაურო სიმღერა |
„ვეფხვი! ვეფხვი!“ | მაუგლი ბრუნდება ადამიანების სოფელში. მას იშვილებენ მესუა და მისი ქმარი, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ იგი მათი დაკარგული შვილი, ნათუა. მაგრამ იგი ვერ ეგუება ადამიანებთან ცხოვრებას, შერ ხანი კი კვლავ ეძებს მას. | მაუგლის სიმღერა |
„თეთრი სელაპი“ | იშვიათი ჯიშის სელაპი ეძებს თავისი ტომისთვის ახალ ტავშესაფარს, ადგილს, სადაც მათ ვერ მიაგნებენ ადამიანები. | ლუკანონი |
„რიკი-ტიკი-ტავი“ | მანგუსტი რიკი-ტიკი ინდოელ ოჯახს იცავს ორი კობრის თავდასხმისგან. ამბავი აგრეთვე გამოიცა ცალკე წიგნის სახით. | დარზის საგალობელი |
„პატარა ტუმაი“ | ტუმაი, 10 წლის ბიჭუნა, სხვებს ეხმარება სპილოების მოვლაში. მას უამბობენ, რომ ნამდვილი მომვლელი ვერასოდეს გახდება, თუ არა იხილავს სპილოების ცეკვას. ამბავი დაიბეჭდა ცალკე წიგნის სახითაც. | შივი და კალია |
„მისი უდიდებულესობის მსახურები“ | სამხედრო აღლუმის წინ ბრიტანელი სამხედრო შემთხვევით მოისმენს ბანაკში მცხოვრები ცხოველების საუბარს. |