ხაშურის საპატიო მოქალაქეები
იერსახე
ხაშურის საპატიო მოქალაქე — წოდება დაწესდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით.[1] საპატიო წოდება „ხაშურის საპატიო მოქალაქე“ ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს: ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე, ხაშურის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.[2]
ქვემოთ მოტანილია ხაშურის საპატიო მოქალაქეების სია წლების მიხედვით:
2011 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იონას პასლაუსკასი — ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
- ამრიკო მაღლაკელიძე — გზათა მშენებელი;
2012 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაჯილდოება არ გამართულა.
2013 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტოშიო კაიტანი — იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
- იობი (აქიაშვილი) — ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი.
2014 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი ლობჟანიძე — აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი, მწერალი, მთარგმნელი;
- გოჩა ტყეშელაშვილი — პროექტ „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი.
2015 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ ქავთარია — ქართულ ფილოლოგიურ მეცნიერებაში, კერძოდ კი ქართული ხელნაწერების კვლევის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
- ანდრეი გაზაროვი — უკრაინის მოქალაქე, ბიზნესმენი, ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობაში, კერძოდ კი ხაშურისა და ნოვოგრად–ვოლინსკის მეგობრობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
- ვახტანგ კვინიკაძე — დამსახურებული მწვრთნელი, თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონების აღზრდისათვის;
- მერი ხარაბაძე — დამსახურებული პედაგოგი, ხანგრძლივი და ღირსეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის;
- თამაზ ლაცაბიძე — ისტორიკოსი, მკვლევარი, ხაშურის ისტორიული წარსული კვლევის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
2016 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კლარა ელჩიბეგაშვილი — ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ღირსების ორდენისა და იაკობ გოგებაშვილის მედლის კავალერი, ხანგრძლივი მაღალპროფესიული აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის;
- ნინო გელაშვილი — მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, დამსახურებული პედაგოგი, ხანგრძლივი და ღირსეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის;
- თენგიზ ოსაძე — ხაშურის „ივერიის“ გუნდის კაპიტანი, ვეტერან სპორტსმენი ხაშურში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;
- ლევან გვაზავა — სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეციერების დამსახურებული მოღვაწე, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ღირსების ორდენის კავალერი, ხანგრძლივი მაღალპროფესიული აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის.
2017 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მურად მთვარელიძე — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ორმოცამდე წიგნის და ორასზე მეტი სამეცნიერო–პოპულარული სტატიის ავტორი;
- ელზა მენაბდე — დამსახურებული ექიმი, ხაშურის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, რაიონის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს და ევროპის კარდეოლოგთა ასოციაციის, საქართველოს რესპირატორული ასოციაციის წევრი;
- თემურ კობერიძე — საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი, დამსახურებული სპორტსმენი, მწვრთნელ–მასწავლებებლი, მის მიერ გაწვრთნილი გოგონათა გუნდი მოიპოვა მსოფლიო პირველობის საგზური ჰოლანდიაში გასამგზავრებლად, გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორგზის საქართველოს ჩემპიონი პლაჟის ფეხბურთში;
- რობერტი სუხიაშვილი — ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ხაშურის კულტურის განყოფილების უფროსი, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, ხაშურის ბეჭვდითი ორგანოს რედაქტორი.
2018 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიედრიუს პუოჯუნასი — ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის განსაკუთრებული პარტნიორობისთვის, ერთობლივი პროექტების ინიცირებისა და განხორციელებისათვის;
- დიმიტრი ტალახაძე — დამსახურებული მომღერალი;
- ავთანდილ დვალიშვილი — დამსახურებული აგრონომი, სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი.
2019 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიანა ტატიშვილი — კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი;
- ზეინაბ ხმიადაშვილი — ექიმი, კარდიოლოგი;
- გიორგი ხაჩიძე — პედაგოგი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ [1] დაარქივებული 2020-10-28 საიტზე Wayback Machine. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადეგნილება - 2011 წლის 20 სექტემბერი
- ↑ [2] ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადეგნილება - 2015 წლის 1 ივნისი