გიედრიუს პუოჯუნასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გიედრიუს პუოჯუნასი
Ambassador Giedrius Puodziunas and IAEA Director General Yukiya Amano (cropped).jpg
გიედრიუს პუოჯუნასი
მშობლიური სახელი Giedrius Puodžiūnas
დაბადების თარიღი 1967 წლის 20 ივლისი
ქ. პანევეჟისი, ლიეტუვა

გიედრიუს პუოჯუნასი (ლიეტ. Giedrius Puodžiūnas; დ. 20 ივლისი, 1967, პანევეჟისი, ლიეტუვა) — ლიეტუველი დიპლომატი, ისტორიკოსი, 2015 წლის 20 ივლისიდან 2020 წლამდე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიედრიუს პუოჯუნასი დაიბადა 1967 წლის 20 ივლისს, ლიეტუვის ქალაქ პანევეჟისში. 1986–1991 წლებში სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, პროფესიით ისტორიკოსი.

სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 20 ივლისიდან ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. 2012–2015 წლებში იყო ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი. 2010–2012 წლებში იყო ლიეტუვის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში, საყოველთაო ბირთვული იარაღის გამოცდის აღმკვეთ ორგანიზაციაში, გაერთიანებული ერების მრეწველობის განვითარების ორგანიზაციასა და გაერთიანებული ერების განყოფილებაში ვენაში. 2007–2012 წლებში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხორვატიაში, სლოვაკეთსა და ლიხტენშტაინში. 2007 წელს ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში.

  • 2006–2012 ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში;
  • 2001–2006 ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი;
  • 2000–2001 პოლონეთში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს დროებითი რწმუნებული, მრჩეველი;
  • 1997–2000 პოლონეთში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი;
  • 1993–1997 ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პირველი, მეორე მდივანი.[2]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ორდენი „დამსახურებებისთვის ლიტვის წინაშე“ (2003);
  • ორდენი „დამსახურებებიათვის პოლონეთის წინაშე“ კომანდორის ჯვარი;[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
იონას პასლაუსკასი
ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
2015 წლის 20 ივლისიდან 2020 წლამდე
შემდეგი:
ანდრიუს კალინდრა