მურად მთვარელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მურად მთვარელიძე
დაბ. თარიღი 22 ივლისი 1953(1953-07-22) (65 წლის)
დაბ. ადგილი ხაშური, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი გორის უნივერსიტეტი

მურად მთვარელიძე (დ. 22 ივლისი, 1953, ხაშური, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მურად ივანეს ძე მთვარელიძე დაიბადა 1953 წლის 22 ივლისს, ქალაქ ხაშურში. 1978 წელს დაამთავრა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1997 წელს - სადოქტორო დისერტაცია.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან.

მისი ლექსები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ალმანახებსა და ჟურნალებში: ,,პირველი სხივი“, ,,სათავე“, ,,ცისკარი“, ,,მაცნე“, და სხვა, ასევე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასა და პრესის ფურცლებზე. მიღებული აქვს ,,აკაკი წერეთლის“(2013 წ.), ,,ეღიშე ჩარენცის“(2007 წ), პრემიები, არის ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის პრიზიორი(2012 წ), დაჯილდოებულია ,,ღირსების ორდენით“, ,,იაკობ გოგებაშვილის“, ,,დიმიტრი ყიფიანის“ მედლებით, საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლობის, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს მიერ მინიჭებული აქვს ,,ქართველ რაინდთა წოდება“.(2006 წ.) ქართულ-უკრაინული ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია უკრაინის რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელით. (2013 წ.)

2011 წელს მონაწილეობდა იუნესკოს ხელოვნების, ლიტერატურის და მეცნიერების კლუბის II საერთაშორისო ლიტერატურულ კონგრესში საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ ატალანტში. მისი ნაწერები თარგმნილია უკრაინულ, ინგლისურ, სომხურ, ბერძნულ ენებზე.

არის საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1. ტიციან ტაბიძე, (თანაავტორი), გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 1999 წ.
  • 2. ძველი ქართული აფორისტული მეტყველება, გამომცემლობა "მერიდიანი", თბილისი, 1996 წ.
  • 3. ილია ჭავჭავაძე და ქართული აფორისტული მეტყველება, გამომცემლობა "მერიდიანი", თბილისი, 1995 წ.
  • 4. ღვთითკურთხეული დედები, წიგნის სახლი, თბილისი, 2005 წ.
  • 5. სამი ქართული ოჯახი, გამომცემლობა "ცის ნამი", თბილისი, 2005 წ.
  • 6. ლესია უკრაინკას ბიბლიოთეკა-მუზეუმი სურამში, (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე), გამომცემლობა "ცის ნამი", თბილისი, 2004 წ.
  • 7. დედაშვილობის ნათელი, გამომცემლობა "ბაკმი", თბილისი, 2003 წ.
  • 8. მათი პოეზიის მუზა, გამომცემლობა "ცის ნამი", თბილისი, 2002 წ.
  • 9. მათი ბედნიერი და უბედური დღეები, გამომცემლობა "ცის ნამი", თბილისი, 2000 წ.
  • 10. ლესია, (უკრაინულ ენაზე), გამომცემლობა "ზადრუგა", კიევი, 2006 წ.
  • 11. ლესია, გამომცემლობა "ცის ნამი", თბილისი, 2005 წ.
  • 12. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, გამომცემლობა "ცის ნამი", თბილისი, 2004 წ.
  • 13. აპრილის სევდა, გამომცემლობა "ცის ნამი", პირველი გამოცემა 1989 წ. მეორე გამოცემა 2004 წ. მესამე გამოცემა 2014 წ.
  • 14. წიწამურიდან წიწამურამდე, გამომც. "ცის ნამი", თბ. 2007 წ.
  • 15. ყიფიანები, გამომც. "ცის ნამი", თბ. 2008 წ.
  • 16. ქვიშხეთი – ქართველ მწერალთა სავანე, გამომც. "ცის ნამი", 2009 წ.
  • 17. სიყვარულის ახსნა, გამომც. "ცის ნამი”, თბ. 2009 წ.
  • 18. ქრონიკები ტიციან ტაბიძის ცხოვრებიდან, გამომც. "ლიხი" ხაშური, 2010 წ.
  • 19. სიტყვაში გაცხადებული მწუხარება (აკაკი წერეთლის ეპიტაფიები) გამომც. "ლიხი", 2010 წ.
  • 20. მეიგავე, გამომც. "შემეცნება", თბ. 2010 წ
  • 21. ლუციყვარჯაკვა, გამომც. "ცის ნამი" თბ. 2013 წ.
  • 22. ტყვიის პრემია, გამომც. "ფარნავაზი", გორი, 2013 წ.
  • 23. მესამე ნაპირი, გამომც. "მერანი", თბ. 2014 წ.
  • 24. მამები დიდი შვილებისა, ხაშური, 2014 წ.
  • 25. ხიბლი ადგილის დედისა, ხაშური, 2015 წ.
  • 26. მოძღვართმოძღვრები, ხაშური 2015 წ.
  • 27, ხაშურის რაიონი და ქართული მწერლობა, ხაშური, 2015 წ.
  • 28. ლიტერატურული წერილები, წიგნი 1, ხაშური, 2015 წ.

შედგენილი წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1. ქართული აფორისტული მეტყველების ანთოლოგია, წიგნი I, წიგნის სახლი, თბილისი 2005
  • 2. მოყევ დავითის მცნებასა, თსუ გამომცემლობა, თბილისი 1993
  • 3. აკაკი წერეთლის აფორიზმები და გამონათქვამები, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1993 წ.
  • 4. ვაჟა-ფშაველას აფორიზმები და გამონათქვამები, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1988 წ.
  • 5. სიტყვა ყოვლისა საქმისა, გამომც. "ლამპარი", ხაშური, 2005 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]