ძუკიის ეროვნული პარკი
ძუკიას ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ლიეტუვა |
ფართობი | 550 კმ² |
დაარსდა | 1991 |
ძუკია — ეროვნული პარკილიეტუვის სამხრეთით, ძუკიას ეთნოგრაფიულ რეგიონში. ამ ტერიტორიაზე ეროვნული პარკი შეიქმნა 1991 წელს და მისი ძირითადი დანიშნულებაა შეინარჩუნოს აქ არსებული ფიჭვის ტყის უნიკალური საფარი. პარკს უკავია 550 კმ² ტერიტორია და მისი საზღვარი მიუყვება მდინარე ნემანის სანაპირო ზოლს. ეროვნული პარკის ტერიტორიის დაახლოებით 95% მდებარეობს ვარენის რაიონში, ტერიტორიის 4% შედის ალიტუსის რაიონში, ხოლო 1% ლაზდიიაის რაიონში. ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მდებარეობს დასახალება მარცინკონისეში, აქ არსებული სხვა მნიშვნელოვანი დასახლებებიდან აღსანიშნავია მიარკინე.
პარკში საკმაოდ ბევრი მდინარე მიედინება, მდინარე ნემანის გარდა აღსანიშნავია: ულა და მერკისი. აქ კლიმატი კონტინენტურია.
პარკში დასაქმებულია 200 ადამიანი, ეს ტერიტორია დაყოფილია 10 ტყის რაიონად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძუკიას ეროვნული პარკიდაარქივებული 2012-04-23 საიტზე Wayback Machine.
- BirdLife IBA Factsheet დაარქივებული 2009-01-02 საიტზე Wayback Machine.
- Dzukija National Park on Litauen Netz
|