ძუკია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძუკია ღია ყვითლად

ძუკია ან დაინავალიტვის ხუთიდან ერთ-ერთი ეთნოგრაფიული რეგიონი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ძუკია სამხრეთ ლიტვაშია და მოიცავს ვარენის მუნიციპალიტეტს, ალიტუსის მაზრას, ალიტუსს, შალჩინიკაის რაიონს, ტრაკაის მუნიციპალიტეტს, ვილნიუსის მაზრას, ლაძიიაის რაიონს, სვენჩიონის სამხრეთსა და ელექტრენაის თვითმმართველობას. რეგიონის ნაწილი პოლონეთშია (ჩრდილო-აღმოსავლეთით) მოქცეული, ნაწილი კი ბელორუსში. ვილნიუსი, გარდინასი, ლიდა და ალიტუსი მხარის უდიდესი ქალაქებია, ეს უკანასკნელი რეგიონის უმთავრეს ქალაქადაც კი მიიჩნეოდა, მაგრამ, ძუკიას პოლიტიკური სტატუსი არასდროს ჰქონია. ლიტვა ხუთ ეთნოგრაფიულ რეგიონად არის დაყოფილი, რაც სოფლის ცხოვრების წესით, ფოლკლორით, სალაპარაკო ენაში განსხვავებებით გამოირჩევა. ძუკიის ჩრდილოეთით აუქშტაიტიის რეგიონია. ძუკიის დიდი ნაწილი ტყეებით არის დაფარული, ამდენად, მცხოვრებთა სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 4 კაცს შეადგენს. აქვეა ქვეყნის უდიდესი ჭაობი ჩეპკელიუ.

ძუკიაშია ლიტვის ეროვნული პარკების უმეტესი ნაწილი თავმოყრილი.

ისტორია[რედაქტირება]

ყველაზე პირველი ლიტვური ხელნაწერები ძუკიური დიალექტით მე-16 საუკუნით თარიღდება. ეს დიალექტი ედება საფუძვლად ვილნიუსის მეტყველებას, შემდგომ კი, საერთოდ, ლიტერატურულ ლიტვურ ენას.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ძუკია&oldid=2380885“-დან