ცეტინიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ცეტინიე
მონტენ. Цетиње, Cetinje

კულტურის სამინისტრო
დროშა გერბი

ქვეყანა მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
დაქვემდებარება ქალაქი
კოორდინატები 42°23′36″ ჩ. გ. 18°55′19″ ა. გ. / 42.39333° ჩ. გ. 18.92194° ა. გ. / 42.39333; 18.92194
ქალაქის მერი ალექსანდრ ბოგდანოვიჩი
ფართობი 910 კმ²
ცენტრის სიმაღლე 703
მოსახლეობა 15,137 კაცი (2003)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +382 41
საფოსტო ინდექსი 81250
საავტომობილო კოდი CT
ოფიციალური საიტი cetinje.me
ცეტინიე — მონტენეგრო
ცეტინიე

ცეტინიე (მონტენ. Цетиње, Cetinje) — მონტენეგროს ისტორიული და კულტურული ცენტრი. მონტენეგროს კონსტიტუციის თანახმად ცეტინიე ქვეყნის დედაქალაქია პოდგორიცასთან ერთად. მასში განთავსებულია რესპუბლიკის პრეზიდენტის და მონტენეგროს კულტურის სამინისტროს ოფიციალური რეზიდენცია.

ქალაქში განთავსებულია მონტენეგროს ეროვნული მუზეუმი, თეატრი და მონტენეგროს უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტი. XVIII-XX საუკუნეების დასაწყისის თეთრი ქვის ნაგებობები, სამთავრო და სამეფო სასახლეები.

როგორც დასახლება ცნობილია 1440-იანი წლებიდან. ცეტინიეს მონასტერი, რომელიც დააარსა ივან ჩერნოევიჩმა 1484 წელს, გახდა მონტენეგროს მიტროპოლიტის მმართველების რეზიდენცია და შემდეგ მონტენეგრო-ლიტოვიის მიტროპოლიის საყდარი, თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ მონტენეგროს წინააღმდეგობის ერთ-ერთი ცენტრი. 1878-1918 წლებში დამოუკიდებელი მონტენეგროს დედაქალაქია. 1929 წლიდან 1941 წლამდე იუგოსლავიის სამეფოს ზეტა-ბანოვინას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის აღწერის მონაცემებით, ცეტინიეს მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 18 482 ადამიანი, აქედან ქალაქ ცეტინიეში — 15 137.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა:

1981 წლის მარტი — 14 088

1991 წლის მარტი — 15 946

2003 წლის ნოემბერი — 18 482

ბოლო აღწერით, მოსახლეობის 90%–ზე მეტი ჩერნოგორიელია, ხოლო დაახლოებით 5% — სერბი

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცეტინიეში არის მონტენეგრო–ზღვისპირეთის მიტროპოლიტის რეზიდენზია. ასევე აქ ფუნქციონირებს სასულიერო აკადემია.

არაერთ მართლმადიდებლურ ტაძარს შორის ცეტინიეში მდებარეობს წმ. ანტონ პადუელის კათოლიკური ეკლესია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: