ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ რუს. Северо-Осетинская АССР ოს. Цагат Иристоны АССР | |||||
| |||||
ქვეყანა | სსრკ | ||||
---|---|---|---|---|---|
დაქვემდებარება | რსფსრ | ||||
ადმ. ცენტრი | ვლადიკავკაზი | ||||
შიდა დაყოფა | ალაგირის რაიონი, არდონის რაიონი, დიგორის რაიონი, ირაფის რაიონი, კიროვის რაიონი, მოზდოკის რაიონი, პრავობერეჟნის რაიონი?, პრიგოროდნის რაიონი | ||||
დაარსდა | 5 დეკემბერი, 1936 | ||||
ფართობი | 8000 კმ² | ||||
მოსახლეობა | 634 009 (1989)[1] | ||||
გაუქმდა | 9 ნოემბერი, 1993 | ||||
ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ (რუს. Северо-Осетинская Автономная Советская Социалистическая Республика, Северо-Осетинская АССР; ოს. Цагат Иристоны Автономон Советон Социалистон Республика, Цагат Иристоны АССР; 1936-1993 წლებში) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რსფსრ-ის შემადგენლობაში. მდებარეობდა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. ფართობი 8 ათასი კმ². მოსახლეობა 612 ათასი კაცი (1985). დედაქალაქი — ორჯონიკიძე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1924 წლის 7 ივლისს შეიქმნა, როგორც ავტონომიური ოლქი. 1936 წლის 5 დეკემბერს გარდაიქმნა ასსრ-დ. 1993 წლის 9 ნოემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ, რეფორმირების გზით გარდაიქმნა „ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკად“, ხოლო 1995 წელს მიენიჭა სახელწოდება — „ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია“[2].
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1978 წლის 30 მაისის კონსტიტუცია მიღებულ იქნა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე VIII სესიაზე. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო, ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო, რომელიც ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ ორგანოს — ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა 5 წლის ვადით. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო იყო მინისტრთა საბჭო (მთავრობა), რომელსაც ქმნიდა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო. სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყო სარაიონო, საქალაქო, ქალაქის რაიონების, სადაბო და სასოფლო პუნქტების სახალხო დეპუტატთა საბჭოები, რომლებსაც მოსახლეობა ირჩევდა ორნახევარი წლის ვადით. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ წარმოდგენილი იყო 11 დეპუტატით.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტონომიურ რესპუბლიკაში იყო 8 რაიონი, 6 ქალაქი და 7 დაბა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 161-163.