ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ
რუს. Северо-Осетинская АССР
ოს. Цагат Иристоны АССР
Chrdiloet osetis assr.jpg
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაქვემდებარება რსფსრ-ის დროშა რსფსრ
ადმ. ცენტრი ვლადიკავკაზი
შიდა დაყოფა ალაგირის რაიონი, არდონის რაიონი, დიგორის რაიონი, ირაფის რაიონი, კიროვის რაიონი, მოზდოკის რაიონი, პრავობერეჟნის რაიონი?, პრიგოროდნის რაიონი
დაარსდა 5 დეკემბერი, 1936
გაუქმდა 9 ნოემბერი, 1993

ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ (რუს. Северо-Осетинская Автономная Советская Социалистическая Республика, Северо-Осетинская АССР; ოს. Цагат Иристоны Автономон Советон Социалистон Республика, Цагат Иристоны АССР; 1936-1993 წლებში) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რსფსრს-ის შემადგენლობაში. მდებარეობდა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. ფართობი 8 ათასი კმ². მოსახლეობა 612 ათასი კაცი (1985). დედაქალაქი — ორჯონიკიძე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წლის 7 ივლისს შეიქმნა, როგორც ავტონომიური ოლქი. 1936 წლის 5 დეკემბერს გარდაიქმნა ასსრ-დ. 1993 წლის 9 ნოემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ, რეფორმირების გზით გარდაიქმნა „ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკად“, ხოლო 1995 წელს მიენიჭა სახელწოდება — „ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია“[1].

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წლის 30 მაისის კონსტიტუცია მიღებულ იქნა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე VIII სესიაზე. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო, ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო, რომელიც ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ ორგანოს — ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა 5 წლის ვადით. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო იყო მინისტრთა საბჭო (მთავრობა), რომელსაც ქმნიდა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო. სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყო სარაიონო, საქალაქო, ქალაქის რაიონების, სადაბო და სასოფლო პუნქტების სახალხო დეპუტატთა საბჭოები, რომლებსაც მოსახლეობა ირჩევდა ორნახევარი წლის ვადით. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ წარმოდგენილი იყო 11 დეპუტატით.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტონომიურ რესპუბლიკაში იყო 8 რაიონი, 6 ქალაქი და 7 დაბა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]