არდონის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

არდონის რაიონი (ოსურ.Æрыдоны район) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალიტეტი (მუნიციპალური ოლქი), შემავალი ჩრდილოეთ ოსეთისა შემადგენლობაში. მისი ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი არდონი, რომელიც ვლადიკავკაზიდან 39 კილომეტრში მდებარეობს. 2018 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 19 412 კაცს შეადგენს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდონის ოლქი მდებარეობს რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში, დახრილ დაბლობზე. რაიონის ტერიტორია შეადგენს 377,08 კმ².

არდონის რაიონს ესაზღვრება: სამხრეთ-აღმოსავლეთით - პრიგოროდნიას, ხოლო სამხრეთით - ალაგირი, დასავლეთით დიგორი, ჩრდილო-დასავლეთით კიროვსკი, აღმოსავლეთში - პრავობერეჟნია.

არდონის რაიონი არის რესპუბლიკის ერთადერთი შიდა რეგიონი, რომელსაც არ აქვს საზღვრები რუსეთის ფედერაციის ან უცხო სახელმწიფოების შემადგენელ პირებთან.

რაიონში შედის არაერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი მდინარე, მათ შორის: არდონი, ფიაგდონი, თერგი და სხვები.

არდონის რაიონის მოსახლეობის 60.88% ცხოვრობს ადმინისტრაციულ ცენტრში ქალაქ არდონში ცხოვრობს.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონში მოქმედებს: 11 საშუალო სკოლა, 18 სკოლამდელი დაწესებულება, დამატებითი განათლების 2 სკოლა და სრული საშუალო განათლების 3 სპეციალიზებული ინსტიტუტი.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდონის რაიონში და მის სოფლებში განთავსებულია: კულტურის სახლი, სალამოვას სახელობის კულტურის სასახლე არდონში, არდონის ისტორიისა და კულტურის მუზეუმი არდონში, არდონის საზოგადოებრივი განათლების მუზეუმი, 2 ეროვნული თეატრი (არდონსა და ხადგარონში), არდონის რაიონის კულტურისა და დასვენების პარკი და კულტურის სახლი (7 სოფელში).

ბიბლიოთეკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა, მათ შორის: საგანმანათლებლო ინფორმაციის რესურსების ბიბლიოთეკა, ქალაქის ბიბლიოთეკა, ცენტრალური უბნის ბიბლიოთეკა, რაიონის ბავშვთა ბიბლიოთეკა და სოფლის ბიბლიოთეკა.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდონში არის, რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი, მათ შორის: წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - ქალაქი არდონი. აშენდა XIX საუკუნეში. დიდი ერთსართულიანი სამრეკლოთი. წმინდა პანტელეიმონის სამლოცველო - ქალაქ არდონში და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, მდებარეობს სოფელ ხადგარონში.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნულ რაიონში, არის ერთი საავტომობილო, 38 სამრეწველო და 11 სოფლის მეურნეობის საწარმო.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონში არის ხოხბის მეურნეობა მოწყობილი. ასევე არდონში არის თევზის დიდი სარეწები. ძირითადად არის კასპიის ორაგულისა და კალმახის მეურნეობა. მთელ რაიონში ეწევიან თევზის ხელოვნურ რეპროდუქციას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]