ირაფის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირაფის რაიონი (ოსურ.Ирæфи район) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალიტეტი (მუნიციპალური ოლქი), რომელიც შედის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას შემადგენლობაში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ჩიკოლა. აღნიშნული სოფელი მდებარეობს ირაფის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ურუხის მარჯვენა ნაპირთან არც ისე შორს, მდინარის ორივე ნაპირზე, ამავე სახელწოდების ჩიკოლა (ზმეიკა). მდებარეობს ვლადიკავკაზის ჩრდილო-დასავლეთით 70 კმ-ში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაფის ოლქი მდებარეობს რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება საქართველო სამხრეთით, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა დასავლეთ და ჩრდილოეთით, და დიგორისა და ალაგირის ოლქები აღმოსავლეთით. ტერიტორიის უმეტესობა მთებით არის გარშემორტყმული. ირაფის რაიონში ყველაზე დიდი მდინარეებია ურუხ, ჰაზნიდონი და ლესკენი. უბნის ფართობია 1376 კმ².

რაიონის სახელი მომდინარეობს მდინარე ურუხის ოსური სახელწოდებიდან - ირაფი (ოსურ.Iræf/æræf), რომელიც მიედინება მთელ რეგიონში.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის ტერიტორიაზე არის 5 კოლექტიური მეურნეობა და 4 სახელმწიფო მეურნეობა. ასევე რაიონში მდებარეობს: 4 სამრეწველო საწარმო, სამომხმარებლო მომსახურების კომპლექსი, საბინაო და კომუნალური მომსახურების საწარმოები, ცენტრალური უბნის საავადმყოფო, 14 საშუალო სკოლა, საგზაო მშენებლობის განყოფილება და სხვა დაწესებულებები.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ირაფის რაიონი. უზარმაზარი ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, ისევე როგორც ძველი მთის სოფლები თავიანთი უნიკალური ისტორიით, კონცენტრირებულია სწორედ ამ რაიონში. რეგიონის ერთ–ერთი ტურისტულად მიმზიდველი და პოპულარული ადგილია დაცული ბუნებრივი ტერიტორია - ალანიას ეროვნული პარკი. აქ გადის უამრავი, ტურისტული ბილიკი. აქ დასვენების უამრავი ფორმაა: ლაშქრობა და ცხენებით სარგებლობა, ასევე ტურისტს აქავს შესაძლებლობა თხილამურებით სრიალის.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაფის რაიონში განთავსებულია: ნანა ზადალესკის სახელობის მუზეუმი (დიგორის ხეობაში, სოფელ ზადალესკის მახლობლად). სახალხო თეატრი - სოფელ ჩიკოლაში, 2015 წლისთვის რაიონში ფუნქციონირებს 17 ბიბლიოთეკა, რომელთაგან: 1 საოლქო-ცენტრალური ბიბლიოთეკა, საოლქო საბავშვო ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ბიბლიოთეკა და სხვა ზოგადი სოფლის ბიბლიოთეკებია. წიგნების ფონდის მთლიანი მოცულობაა 90 000 წიგნი. ირაფის რეგიონში ასევე არის მუსიკალური და სამხატვრო სკოლა.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის გზების საერთო სიგრძეა 328 კმ. ირაფის რაიონში არ არსებობს სარკინიგზო ქსელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]