შინაარსზე გადასვლა

კიროვის რაიონი (ჩრდილოეთ ოსეთი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კიროვის რაიონი (ოსურ.Кировы район) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალიტეტი (მუნიციპალური ოლქი), რომელიც შედის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას შემადგენლობაში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ელხოტოვო. აღნიშნული სოფელი მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე, ვლადიკავკაზის ჩრდილო-დასავლეთით 55 კმ-ში. ის მდებარეობს ელხოტოვის კარიბჭესთან, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის საზღვართან. კიროვის რაიონში შედის 7 დასახლება. ელხოტოვოს მოსახლეობა რაიონის მთლიანი მოსახლეობის 45,4 %-ს შეადგენს.

კიროვის ოლქი მდებარეობს რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის საზღვართან. რაიონის ტერიტორია 410,74 კმ².

კიროვს ესაზღვრება მუნიციპალურ რაიონები. მისი მეზობლები ასე გამოიყურება - მოზდოკის რაიონს ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთით არდონისა და დიგორის რაიონები, ასევე ყაბარდო-ბალყარეთის 3 მუნიციპალური უბანი დასავლეთ და ჩრდილოეთით.

რაიონის ჰიდროგრაფიული ქსელი წარმოდგენილია მდინარეების თერგის, კამბლიევკას, ურუხის და მათი შენაკადების მიერ. ასევე არის რეგიონში, არაერთი სარეკონსტრუქციო არხი.

1935 წლის 17 მარტის სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, ელხოტოვის ოლქს დაარქვეს კიროვის ოლქი. 2004 წელს ოლქმა აღნიშნა 70 წლის იუბილე. მეორე მსოფლიო ომის დროს, ელხოტოვოს სოფლიდან, რომელიც არის კიროვის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი დაიღუპა 614 ადამიანი.

კიროვის ოლქი ხასიათდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო და ასევე სამრეწველო წარმოებით. რაიონის ტერიტორიაზე არის 39 საწარმო, მათ შორის 6 კოლექტიური მეურნეობა, 1 სახელმწიფო მეურნეობა, 4 სამრეწველო საწარმო, 2 სამშენებლო და სამონტაჟო კომპანია და ასევე 1 საგზაო დეპარტამენტი.

რეგიონში მოქმედებს არაერთი ცნობილი სამრეწველო ქარხანა. ძირითადად აწარმოებენ: ალკოჰოლურ სასმელებს, საკონსერვო ხილსა და ბოსტნეულს. ცნობილია კიროვის პურის და თევზის სამრეწველო ქარხანა.

რელიგიის კუთხით კიროვში არის, რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი. სოფელ ელოტოვოში და კარჟინში არის მეჩეთი. გამორჩეულია მართმადიდებლური ეკლესიებიც, მათ შორის: წმინდა მოციქულთა პეტრე და პავლეს ეკლესია (სოფელი ელხოტოვოში) და სამების მართლმადიდებლური ეკლესია (სოფელ დარგ-კოხში).

ცნობილი ადგილობრივები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარსანოვი ყაზბეკი - საბჭოთა კავშირის სამხედრო ლიდერი, საარტილერიო გენერალ-მაიორი. საბჭოთა კავშირის გმირი.

აკიმ ალიმბევიჩი - კინორეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, მომღერალი; რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]