ჩვეულებრივი მებუკე წერო
იერსახე
ჩვეულებრივი მებუკე წერო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Psophia crepitans (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 45478181 | |||||||||||||||
|
ჩვეულებრივი მებუკე წერო (ლათ. Psophia crepitans) — ფრინველი მებუკე წეროების ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. მისი სხეულის სიგრძეა 50 სმ, ფრთებისა 30 სმ. შებუმბვლა ფაშარია, ფრთები მომრგვალებული, კუდი მოკლე. ფერად უპირატესად შავია, ადგილ-ადგილ ლითონისებრი ბზინვარებით. ფრენს ცუდად, დარბის სწრაფად. ბინადრობენ გუნდებად. მკვიდრი ფრინველია. ბუდობს ფართო ფუღუროებში; ინკუბაცია 10 დღე-ღამე გრძელდება. წიწილოვანია. იკვებება მცენარეებითა და მწერებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მებუკე წეროები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)