ჩვეულებრივი მებუკე წერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მებუკე წეროები)
ჩვეულებრივი მებუკე წერო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Psophia crepitans (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 45478181

ჩვეულებრივი მებუკე წერო (ლათ. Psophia crepitans) — ფრინველი მებუკე წეროების ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. მისი სხეულის სიგრძეა 50 სმ, ფრთებისა 30 სმ. შებუმბვლა ფაშარია, ფრთები მომრგვალებული, კუდი მოკლე. ფერად უპირატესად შავია, ადგილ-ადგილ ლითონისებრი ბზინვარებით. ფრენს ცუდად, დარბის სწრაფად. ბინადრობენ გუნდებად. მკვიდრი ფრინველია. ბუდობს ფართო ფუღუროებში; ინკუბაცია 10 დღე-ღამე გრძელდება. წიწილოვანია. იკვებება მცენარეებითა და მწერებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]