წიწილოვანი ფრინველები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წიწილოვანი ფრინველები
ქათმის წიწილები
აღწერა
ცხოველთა ჯგუფი
სახელის სტატუსი
მოძველებული ტაქსონომია
სამეცნიერო სახელი
Autophagae, Insessores, Nidifugae ან Praecoces
მშობლიური ტაქსონი
კლასი ფრინველები
წარმომადგენლები

წიწილოვანი ფრინველები (ლათ. Nidifugae ანუ Praecoces) — ფრინველები, რომელთა მართვებს, ბარტყოვანი ფრინველებისაგან განსხვავებით, თითქმის გამოჩეკისთანავე შეუძლიათ დამოუკიდებელი მოძრაობა (სიარული, სირბილი, ცურვა). იჩეკება თვალახელილი, შებუმბლული, სმენის უნარის მქონე მართვე, რომელსაც ადრე უწესრიგდება თერმორეგულაცია. ზოგი წიწილოვანი ფრინველი გამოჩეკისთანავე სრულიად დამოუკიდებელია (დიდფეხა ქათმები), შეუძლებელია გადაფრენა, დამოუკიდებლად საკვების მოპოვება (წეროები, იხვები). ზოგი საკვების მოსაპოვებლად მიჰყვება მშობელს (ზოგიერთი ქათმისნაირი), ზოგს მშობლები კვებავენ (ლაინები, მურტალები).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]