შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრი
იერსახე
შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრი | |
---|---|
შვედ. Svenskt Internationellt Liberalt Center | |
აბრევიატურა | SILC |
შეიქმნა | 1980 |
ტიპი | პოლიტიკური ფონდი |
მიზანი | ლიბერალიზმის გავრცელება |
შტაბ-ბინა | სტოკჰოლმი, შვედეთი |
ქვეყანა | შვედეთი |
silc.se |
შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრი (შვედ. Svenskt Internationellt Liberalt Center), ასევე ცნობილი როგორც სილკი (ინგლ. SILC, ინგლ. Swedish International Liberal Centre) — შვედური პოლიტიკური ფონდი, რომლის მიზანი მსოფლიოში ლიბერალიზმის მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. ფონდი 1980 წელს დააარსა შვედეთის ლიბერალურმა სახალხო პარტიამ. ფონდის მთავარი ფასეულობებია ინდივიდუალური თავისუფლება და ლიბერალიზმი.[1]
სილკი არის ასევე ევროპის ლიბერალური ფორუმის წევრი. [2] საქართველოში სილკის პარტნიორი არის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი. [2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ About SILC - Who we are
- ↑ 2.0 2.1 ევროპის ლიბერალური ფორუმის წევრები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-09. ციტირების თარიღი: 2020-04-23.