შინაარსზე გადასვლა

შერვუდ ანდერსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შერვუდ ანდერსონი
ინგლ. Sherwood Anderson
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი, 1876(1876-09-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი Camden[2]
გარდაცვალების თარიღი 8 მარტი, 1941(1941-03-08)[11] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი კოლონი[11] [2]
დასაფლავებულია Round Hill Cemetery[12]
საქმიანობა მწერალი[2] , პოეტი, ნოველისტი[2] , რომანისტი[2] და ჟურნალისტი[2]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ[13]
ალმა-მატერი Wittenberg University
ჟანრი ავტობიოგრაფია[2]
Magnum opus Winesburg, Ohio
მეუღლე Eleanor Gladys Copenhaver და Tennessee Mitchell Anderson
ხელმოწერა

შერვუდ ანდერსონი (ინგლ. Sherwood Anderson; დ. 13 სექტემბერი, 1876 — გ. 8 მარტი, 1941) — ამერიკელი ნოველისტი და მოკლე მოთხრობების მწერალი. მისი საუკეთესო ნაშრომია მოკლე მოთხრობების სერია უაინსბურგი, ოჰაიო.[14] მან ზეგავლენა იქონია ისეთ დიდ მწერლებზე, როგორიცაა ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჯონ სტაინბეკი, ჯერომ სელინჯერი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი და ამოს ოზი.[15]

ანდერსონი დაიბადა კამდენში. იგი იყო ერვინისა და ემა ანდერსონის შვიდიდან მესამე შვილი. 1884 წელს, ერვინის საქმიანობის წარუმატებლობის შემდეგ, ოჯახი იძულებული გახდა საბოლოოდ კლაიდში ოჰაიო, გადასახლებულიყო. ნაწილობრივ ამ უიღბლობის გამო, ახალგაზრდა შერვუდს უწევდა სხვადასხვა უცნაური სამუშაოების ძიება, რათა დახმარებოდა მის ოჯახს, რის გამოც მას მეტსახელი „Jobby“ შეარქვეს. სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა. ანდერსონი გადავიდა ჩიკაგოში ილინოისი, მისი ძმის კარლის სახლის მახლობლად, სადაც ფიზიკურად მუშაობდა თითქმის მე-19 საუკუნის ბოლომდე, როდესაც შეერთებული შტატების არმიაში იქნა ჩარიცხული. ანდერსონი გამოიძახეს, თუმცა არ ჩაბმულა კუბის საომარ ქმედებებში ესპანეთ-ამერიკის ომის განმავლობაში. ომის შემდგომ, 1900 წელს იგი ვიტენბურგის უნივერსიტეტში, სპრინგფილდში ოჰაიო, ჩაირიცხა.

საბოლოოდ, მან ჩიკაგოში სარეკლამო განცხადებების შემდგენელად დაიწყო მუშაობა, სადაც უფრო წარმატებული გახდა. 1904 წელს მან ცოლად შეირთო კორნელია ლეინი, ოჰაიოს მდიდარი ოჯახის ქალიშვილი. მათ ეყოლათ სამი შვილი, კლივლენდში ცხოვრების პერიოდში და მოგვიანებით ელირიაში, სადაც იგი მართავდა საფოსტო-შეკვეთების ბიზნესსა და საღებავების საწარმოების ფირმებს.

1912 წლის ნოემბერში იგი ფსიქიკური აშლილობისგან იტანჯებოდა და სახლიდან გადაიკარგა, საიდანაც შემდეგ ოთხი დღე აღარ გამოჩენილა. მას, კლივლენდის აფთიაქში მიაგნეს, რომელსაც ოცდაათი მილი ფეხით გაევლო. მალე, მან ელირიაში თავისი საწარმოს პრეზიდენტის თანამდებობაც და ცოლშვილიც მიატოვა[16] და ხელი მიჰყო მწერლობის შემოქმედებით ცხოვრებას. ანდერსონმა მთელი ეს ეპიზოდი აღწერა, როგორც, „მისი მატერიალისტური ცხოვრებისაგან გაქცევა“, რამაც მას სახელი მოუხვეჭა ახალგაზრდა მწერლებს შორის და იგი „გამბედაობის“ მაგალითად იქცა. ანდერსონი ჩიკაგოში დაბრუნდა და ისევ გამომცემლობისა და რეკლამირების კომპანიაში დაიწყო მუშაობა. 1916 წელს, იგი ლეინს ოფიციალურად გაშორდა და ცოლად შეირთო ტენესი მიტჩელი.[17]

ანდერსონის პირველი რომანი, „ვინდი მაკპერსონის ვაჟი“, დაიბეჭდა 1916 წელს, რომელსაც სამი წლის შემდეგ მოჰყვა მისი მეორე მნიშვნელოვანი ნაწარმოები „მამაკაცების მარში“. თუმცა, ყველაზე მეტად იგი ცნობილია მისი ურთიერთგადაჯაჭვული მოკლე მოთხრობების კრებულით უაინსბურგი, ოჰაიო, რომელიც დაბეჭდილ იქნა 1919 წელს. მისი თქმით მოთხრობა „ხელები“, რომლითაც იწყება სიუჟეტი, იყო პირველი „ნამდვილი“ ამბავი რომელიც მას ოდესმე დაუწერია.[18] მიუხედავად იმისა, რომ მისი მოკლე მოთხრობები ძალიან პოპულარული იყო, მან რომანების წერის აუცილელობაც იგრძნო. 1920 წელს, მან გამოაქყვეყნა რომანი „საცოდავი თეთრი“, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

1923 წელს, ანდერსონმა გამოაქვეყნა რომანი „ბევრი ქორწინება“, რომლის თემასაც იგი განაგრძობდა თავის შემდგომ ნაწარმოებებშიც. ამ რომანს ჰყავდა თავისი უარყოფითად შემფასებლები, თუმცა კრიტიკა მთლიანობაში მაინც დადებითი აღმოჩნდა. მაგალითად სკოტ ფიცჯერალდს „ბევრი ქორწინება“ ანდერსონის შესანიშნავ ნაწარმოებად მიაჩნდა.[19]

1924 წლის დასაწყისში, ანდერსონი ცხოვრობდა ისტორიულ „პონტალბას აპარტამენტებში“ (კ. 540- წმინდა პეტრეს ქუჩა), რომელიც მდებარეობდა ჯეკსონის მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზე ახალ ორლეანში. აქვე იკრიბებოდნენ ანდერსონი და მისი მეუღლე უილიამ ფოლკნერთან, კარლ სენდბერგთან, ედმუნდ უილსონთან და სხვა გამოჩენილ ლიტერატორებთან ერთად. აქ დაწერა მან მისი ორაზროვანი და ემოციური მოკლე მოთხრობა „შეხვედრა სამხრეთში“, რომელიც ფაქტობრივად ეხებოდა უილიამ ფოლკნერს, ხოლო 1925 წელს „ბნელი სიცილი“, რომანი რომელიც დაფუძნებულია მის ახალ ორლეანურ თავგადასავლებზე. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ახლა ბეჭდვიდან ამოღებულია, (და რომელზედაც ერნესტ ჰემინგუეიმ სატირა შექმნა თავისი რომანით „გაზაფხულის ნიაღვარი“), იგი იყო ერთადერთი ბესტსელერი შერვუდ ანდერსონისა.

ხელახალი ქორწინება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდერსონის მესამე ქორწინება ელიზაბეტ პროლიზე, ასევე წარუმატებელი გამოდგა; და 1933 წელს იგი ელეანორ კოპენჰავერზე დაქორწინდა, რომელსაც ხვდებოდა 1928 წლიდან, მისი გაცნობის დღიდან.[20] ისინი მოგზაურობდნენ და ხშირად ერთად სწავლობდნენ. ასევე აქტიურად იყვნენ ჩაბმული პროფკავშირის მოძრაობაში.[21] 1930 წელს, ანდერსონმა გამოაქვეყნა მოკლე მოთხრობების სერია „სიკვდილი ტყეში“, ესეები „საგონებელში ჩავარდნილი ამერიკა“ და რომანი „კიტ ბრენდონი: პორტრეტი“.

1932 წელს, ანდერსონმა თავისი რომანი “სურვილის მიღმა“, კოპენჰავერს მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედების ბოლო პერიოდში იგი ნაკლებ გავლენიანი იყო, ბევრი მისი მნიშვნელოვანი პროზის ასპექტები წარმოჩენილი იყო ამ პერიოდის ნაწარმოებებშიც, რომლებიც ზოგადად, მიჩნეული იყო როგორც უფრო ნაკლები დონის ნაშრომები, მის სხვა ნაწარმოებებთან შედარებით. მოგვიანებით, ერნესტ ჰემინგუეიმ „სურვილის მიღმა“ სატირულად მოიხსენია თავის რომანში ქონა თუ არქონა (1937), სადაც მწერალი უმნიშვნელო პერსონაჟად ჰყავს გამოყვანილი, რომელიც მუშაობს რომან „გასტონიაზე“.

ანდერსონი გარდაიცვალა 64 წლის ასაკში, როდესაც საკრუიზო ხომალდით სამხრეთ ამერიკისაკენ მიემგაზვრებოდა. 1941 წლის მარტში,[22] რამდენიმე დღიანი მუცლის ტკივილების შემდეგ, რომელიც შემდეგ პერიტონიტში გადაიზარდა, ანდერსონი და მისი მეუღლე საკრუიზო ლაინერ „სანტა ლუსიადან“ ნაპირზე გადმოვიდნენ და მწერალი კოლონის პანამა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი 8 მარტს გარდაიცვალა.[23] გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ მას შემთხვევით, კბილსაჩიჩქნი ჰქონია გადაყლაპული მარტინის[24] კოკტეილის სმის ან საუზმობის დროს.[25]

შერვუდ ანდერსონი დაკრძალეს მარიონში ვირჯინია, რაუნდ ჰილის სასაფლაოზე. მისი საფლავის ეპიტაფიაზე ვკითხულობთ: „სიცოცხლე, და არა სიკვდილი არის დიდი თავგადასავალი“.[26]

1971 წელს, ანდერსონის უკანასკანელი სახლი ტრაუტდეილში ვირჯინია, რომელიც ცნობილია ასევე რიფშინის ფერმის სახელით, გამოცხადებულ იქნა ეროვნულ ისტორიულ ღირსშესანიშნაობად და მისი მონახულება შესაძლებელია წინასწარი შეთანხმებით.

"უაინსბურგი, ოჰაიო"-ს პირველი გამოცემა'

მოკლე მოთხრობების კრებული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Mid-American Chants (1918)
  • A New Testament (1927)
  • Plays, Winesburg and Others (1937)
  • A Story Teller's Story (1924, memoir)
  • The Modern Writer (1925, essays)
  • Sherwood Anderson's Notebook (1926, memoir)
  • Hello Towns! (1929, collected newspaper articles)
  • Nearer the Grass Roots (1929, essays)
  • The American County Fair (1930, essays)
  • Perhaps Women (1931, essays)
  • Puzzled America (1935, essays)
  • A Writer's Conception of Realism (1939, essays)
  • Home Town (1940, photographs and commentary)

გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Sherwood Anderson's Memoirs (1942)
  • The Sherwood Anderson Reader, edited by Paul Rosenfeld (1947)
  • The Portable Sherwood Anderson, edited by Horace Gregory (1949)
  • Letters of Sherwood Anderson, edited by Howard Mumford Jones and Walter B. Rideout (1953)
  • Sherwood Anderson: Short Stories, edited by Maxwell Geismar (1962)
  • Return to Winesburg: Selections from Four Years of Writing for a Country Newspaper, edited by Ray Lewis White (1967)
  • The Buck Fever Papers, edited by Welford Dunaway Taylor (1971, collected newspaper articles).
  • Sherwood Anderson and Gertrude Stein: Correspondence and Personal Essays, edited by Ray Lewis White (1972)
  • The "Writer's Book," edited by Martha Mulroy Curry (1975, unpublished works)
  • France and Sherwood Anderson: Paris Notebook, 1921, edited by Michael Fanning (1976)
  • Sherwood Anderson: The Writer at His Craft, edited by Jack Salzman, David D. Anderson, and Kichinosuke Ohashi (1979)
  • A Teller's Tales, selected and introduced by Frank Gado (1983)
  • Sherwood Anderson: Selected Letters: 1916–1933, edited by Charles E. Modlin (1984)
  • Letters to Bab: Sherwood Anderson to Marietta D. Finely, 1916–1933, edited by William A. Sutton (1985)
  • The Sherwood Anderson Diaries, 1936–1941, edited by Hilbert H. Campbell (1987)
  • Sherwood Anderson: Early Writings, edited by Ray Lewis White (1989)
  • Sherwood Anderson's Love Letters to Eleanor Copenhaver Anderson, edited by Charles E. Modlin (1989)
  • Sherwood Anderson's Secret Love Letters, edited by Ray Lewis White (1991)
  • Certain Things Last: The Selected Stories of Sherwood Anderson, edited by Charles E. Modlin (1992)
  • Southern Odyssey: Selected Writings by Sherwood Anderson, edited by Welford Dunaway Taylor and Charles E. Modlin (1997)
  • The Egg and Other Stories, edited with an introduction by Charles E. Modlin (1998)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 91. — ISBN 978-2-221-06888-5
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 Андерсон Шервуд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. Find a Grave — 1996.
  13. LIBRISNational Library of Sweden, 2008.
  14. Anderson, Sherwood (1876–1941) | St. James Encyclopedia of Popular Culture Summary
  15. anderbio.html. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-14. ციტირების თარიღი: 2012-07-11.
  16. Sherwood Anderson
  17. Bassett (2005), 21
  18. Anderson, Sherwood. Sherwood Anderson's Memoirs. New York: Harcourt, Brace, 1942.
  19. Howe, Irving. Sherwood Anderson. New York: William Sloane Associates, 1951. (pg. 254)
  20. Anderson (1999), xx-xxi
  21. Documenting the American South: Oral Histories of the American South
  22. (6 March 1941). "Sherwood Anderson III" New York Times: 23.
  23. (9 March 1941). "Anderson is Dead; Noted Author; 64". New York Times: 41.
  24. Rideout (2006), 400-401
  25. Howe (1951), 241
  26. "Sherwood Anderson". findagrave.com. Accessed 22 April 2012.