შინაარსზე გადასვლა

კოლონი (პანამა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლონი
Colón
ქვეყანა პანამის დროშა პანამა
პროვინცია კოლონი
კოორდინატები 9°26′21″ ჩ. გ. 79°53′55″ დ. გ. / 9.43917° ჩ. გ. 79.89861° დ. გ. / 9.43917; -79.89861
მმართველი Federico Policani
დაარსდა 1850
ცენტრის სიმაღლე 9±1 მეტრი
მოსახლეობა 78000 კაცი
სასაათო სარტყელი UTC-5
ოფიციალური საიტი https://municipiocolon.gob.pa/
კოლონი (პანამა) — პანამა
კოლონი (პანამა)

კოლონი (ესპ. Colón) — პანამის ქალაქი და საზღვაო პორტი, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ქალაქი მდებარეობს კარიბის ზღვასთან ახლოს, პანამის არხის შესასვლელთან. წარმოადგენს კოლონის პროვინციის დედაქალაქს და ტრადიციულად ითვლება პანამის მეორე ქალაქად. თავიდან კოლონი მთლიანად განთავსებული იყო მანსანილიოს კუნძულზე. პანამის არხის ზონის გაუქმების შემდეგ მას შეუერთდა დასახლებები: კრისტობალი, რეინბოუ-სიტი და ასევე ამერიკის არმიის ყოფილი ბაზები: კოკო-სოლო და ფორტ-გულიკი.

ქალაქი 1850 წელს დააარსეს ამერიკელებმა, როგორც პანამის არხის რკინიგზის ბოლო სადგური. ქალაქის მნიშვნელოვანი ამერიკული მოსახლეობა მას უწოდებდა ასპინვალს, თუმცა სახელი მაინც ესპანურენოვანი მოსახლეობის მიხედვით შერჩა, რომლებიც მას ქრისტეფორე კოლუმბის პატივსაცემად კოლონის უწოდებდნენ. ქალაქი ორჯერ მთლიანად გადაიწვა, პირველად კოლუმბიის სამოქალაქო ომის დროს 1885 წელს, ხოლო მეორედ ხანძრის გამო 1915 წელს.

1948 წელს მანსანილიოს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე გამოცხადდა კოლონის თავისუფალ სავაჭრო ზონად. ქალაქის აყვავების პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური კულტურული ცხოვრება. 1960 წლების არეულობების დროს მოხდა ქალაქის ცენტრალური ზონის დანგრევა და დაიწყო მისი დასუსტება. სამოციანების ბოლოდან დაიწყო კოლონის სწრაფი ეკონომიკური დაცემა. უმუშევრობის დონემ გადააჭარბა 40%-ს, რამაც გამოიწვია სიღარიბე და კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება.

  • Mellander, Gustavo A. (1999). Charles Edward Magoon: The Panama Years. Río Piedras, Puerto Rico: Editorial Plaza Mayor. ISBN 1-56328-155-4. OCLC 42970390. 
  • Mellander, Gustavo A. (1971). The United States in Panamanian Politics: The Intriguing Formative Years. Danville, Ill.: Interstate Publishers. OCLC 138568. 
  • Military Railroads on the Panama Canal Zone by Charles S. Small, Railroad monographs 1982

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შესასვლელი პანამის არხში