ქედანი
იერსახე
ქედანი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Columba palumbus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22690103 | |||||||||||||||
|
ქედანი (ლათ. Columba palumbus) — ფრინველი მტრედისნაირთა რიგისა. ცხოვრობს ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ბინადრობს საქართველოშიც. შემოდგომით თავს იყრის გუნდებად და ნომადობს. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს, ბუდობს ხეებზე, დებს 2 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 18 დღე-ღამე. იკვებება მარცვლოვანებით, უფრო იშვიათად მწერებითა და სხვა უხერხემლოებით. ახასიათებს ლამაზი შეფერვა: ვეჟანი თავი, მურა ზურგი, ვარდისფერი ჩიჩახვი, კისერზე — თეთრი ლაქები და მომწვანო ნახევარსაყელო. ქედანი სპორტული ნადირობის ობიექტია, რომლის რაოდენობა უწესრიგო ნადირობისა და ტყეების გაკაფვის გამო სულ უფრო მცირდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 497.