ფრანსუაზ საგანი
ფრანსუაზ საგანი | |
---|---|
ფრანგ. Françoise Sagan | |
დაბადების თარიღი | 21 ივნისი, 1935[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] |
დაბადების ადგილი | Cajarc[14] [15] |
გარდაცვალების თარიღი | 24 სექტემბერი, 2004[16] [2] [3] [17] [5] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [18] (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Équemauville[14] |
დასაფლავებულია | Cemetery of Seuzac[19] |
ფსევდონიმი | Françoise Sagan[20] |
საქმიანობა | დრამატურგი[12] , რომანისტი, სცენარისტი, ბიოგრაფი, კინორეჟისორი[21] და პოეტი |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[15] |
ალმა-მატერი | ატემერის სკოლა, Lycée Hélène Boucher და პარიზის ლიტერატურის ფაკულტეტი |
ჟანრი | ესე, თეატრი და პოეზია |
Magnum opus | სალამი, სევდავ! |
ჯილდოები | პრინც პიერის პრემია[22] , Prix du Brigadier[23] და Prix des Critiques[24] |
მეუღლე | Guy Schoeller, Robert Westhoff, Peggy Roche და Ingrid Mechoulam |
პარტნიორ(ებ)ი | Peggy Roche |
შვილ(ებ)ი | Denis Westhoff |
ხელმოწერა | |
საიტი | francoisesagan.fr |
ფრანსუაზ საგანი (ფრანგ. Françoise Sagan; ნამდვილი სახელი: ფრანსუაზ კუარეზი; დ. 21 ივნისი, 1935 - გ. 24 სექტემბერი, 2004) — ფრანგი რომანისტი, ნოველისტი და დრამატურგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსუაზ საგანი დაიბადა 1935 წლის 21 ივნისს, კაჟარკში, საფრანგეთში. ბავშვობაში კიკის ეძახდნენ. 18 წლის იყო საგანი, როცა პირველი რომანი გამოაქვეყნა: "სალამი, სევდავ". რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად, 840,000 ეგზემპლარი გაიყიდა, ითარგმნა მრავალ ენაზე და "კრიტიკოსების" ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომანი კარგი სტილით არის დაწერილი, მაგრამ მის წარმატებაში მწერალის წლოვანებამ უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდე მხატვრულმა ღირსებამ. 1968 წელს საგანმა რომანი – „მფარველი ანგელოზი” დაწერა. მალე საგანმა კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა: "ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ", "გიყვართ ბრამსი?", "საოცარი ღრუბლები" და სხვა. ყველა რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო.
1960 წელს საგანმა პიესების წერა დაიწყო, რომელთაგანაც გამოირჩევა "სასახლე შვედეთში". "გულწასული ცხენი" და სხვა.
ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა. ჰყავდა ვაჟი - დენი. 22 წლისა „ასტონ მარტინით” ავარიაში მოყვა და რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა და ექიმებმა დიდი ძალისხმევის შემდეგ სიკვდილისგან იხსნენს.
ფრანსუაზ საგანი 2004 წლის 24 სექტემბერს ონფლერის საავადმყოფოში ფილტვების ემბოლიით გარდაიცვალა.
საგანის რომანები ქართულადაც ითარგმნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანგული ნოველა, ტომი 2; "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1976; გვ. 556
- ფრანსუაზ საგანი, „მფარველი ანგელოზი”, გამომცემლობა პალიტრა L, 2012
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ქართული ენა) ფრანსუაზ საგანი. სალამი სევდავ. ტექსტური მასალა დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- (ქართული ენა) ფრანსუაზ საგანი. გიყვართ ბრამსი. ტექსტური მასალა
- "გიყვართ ბრამსი?", "სალამი სევდავ" ქართულ ლიტერატურულ ბლოგში
- ფრანსუაზ საგანი: " თვრამეტი წლის ასაკში ცხოვრებას უნდა ფლანგავდე!" - ინტერვიუს თარგმანი, ინდიგო
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Саган Франсуаза // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 5.0 5.1 FemBio database
- ↑ BD Gest'
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 9.0 9.1 GeneaStar
- ↑ 10.0 10.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 11.0 11.1 Babelio — 2007.
- ↑ 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 13.0 13.1 Munzinger Personen
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 Fichier des personnes décédées mirror
- ↑ 15.0 15.1 Anguera J. E. Enciclopedia universal ilustrada europeo-americana — Editorial Espasa, 1905. — Vol. Suplemento 1961-1962. — P. 300–301. — ISBN 978-84-239-4500-9
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118750712 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Who's Who in France — Paris: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
- ↑ SEUZAC (46) : cimetière
- ↑ https://seventh-row.com/a-history-of-women-directors-at-the-cannes-film-festival/
- ↑ https://www.fondationprincepierre.mc/fr/litt%C3%A9rature/prix/le-prix-litt%C3%A9raire/1985
- ↑ Théâtre : Marina Hands et Francine Bergé lauréates du "Prix du Brigadier 2018" — France Info, 2018.
- ↑ «Bonjour tristesse», 20 ans après la mort de Françoise Sagan | INA — INA.