სალამი, სევდავ!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სალამი, სევდავ!“
Bonjour, Tristesse!

წიგნზე დაყრდნობით გადაღებული ეკრანიზაციის აფიშა
ავტორი ფრანსუაზ საგანი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
გამომცემელი Éditions Julliard
გამოცემის თარიღი 1954
მედია ბეჭდური
მომდევნო A Certain Smile

სალამი, სევდავ! (ფრანგ. Bonjour, Tristesse!) 一 ფრანგი მწერლის, ფრანსუაზ საგანის რიგით პირველი რომანი, რომელიც, თავდაპირველად, 1954 წელს გამოიცა, მაშინ, როცა ავტორი მხოლოდ 18 წლის იყო. მასში მოთხრობილია ახალგაზრდა გოგონას, სესილის, განცდების შესახებ, რომელმაც დედის სიკვდილის შემდეგ ხანგრძლივი დრო მონასტერში გაატარა.

ნაწარმოების სათაური მომდინარეობს ცნობილი ფრანგი სიურრეალისტი პოეტის, პოლ ელუარის ლექსის მეორე სტრიქონიდან.[1]

1958 წელს, ოტო პრემინგერის რეჟისორობით, გამოვიდა ამავე სახელწოდების მქონე ეკრანიზაცია.[2]

კანადურმა დარკ-ემბიენტ ჯგუფმა 一 Soufferance 一 ამ ნაწარმოებზე დაყრდნობით საკუთარი კონცეპტუალური ალბომი შექმნა.[3][4]

ნაწარმოები შესულია ლე მონდის საუკუნის 100 წიგნის სიაში, 41-ე ადგილზე.[5]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას, სესილის თავს გადამხდარი ამბის შესახებ, რომელსაც უბრალოდ სურს, დატკბეს ცხოვრებისეული სიამენით. დედის ნაადრევი დაკარგვის შემდეგ, მან დიდი დრო გაჰყო მონასტრის სკოლა-ინტერნატში. ჰედონისტ და ქალების მოყვარულ მამასთან დაბრუნების შემდეგ სესილი მყისვე იძირება ბოჰემურ ყოველდღიურობაში, განსაკუთრებული წესებისა და პასუხისმგებლობის გარეშე. მაგრამ, ერთ დღეს, მის ცხოვრებაში ანა ჩნდება - სესილის დედის მეგობარი, ინტელექტუალური, მორალური პრინციპების მქონე ლამაზი ქალი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველივე რომანმა 19 წლის ავტორს არნახული პოპულარობა მოუტანა - ნაწარმოების მილიონზე მეტი ეგზემპლარის გაყიდვის შემდეგ ავტორმა მილიონნახევარი ფრანკი გამოიმუშავა. წიგნი ითარგმნა 30 ენაზე და სულ ხუთ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, ნაწარმოების მთავარი გმირი კი მთელი თაობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. « Adieu tristesse, Bonjour tristesse, Tu es inscrite dans les lignes du plafond, Tu es inscrite dans les yeux que j'aime », La Vie immédiate, 1932.
  2. Camper, Fred (1999). Bodies in Motion
  3. Weatherford, Sage. (November 1, 2011) Soufferance – Bonjour Tristesse. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 15, 2012. ციტირების თარიღი: November 10, 2020
  4. Marinova, Joanna. (February 10, 2014) Soufferance Interview for Abridged Pause Blog en-US. ციტირების თარიღი: November 10, 2020
  5. https://en.wikipedia.org/wiki/Le_Monde%27s_100_Books_of_the_Century