შინაარსზე გადასვლა

ფატიმა მუსტაფინა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფატიმა მუსტაფინა
ბაშკირეთის ალკკ-ის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1936 – 1944

ბაშკირეთის ასსრ-ის განათლების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1955 – 1971

დაბადებული26 დეკემბერი, 1913
დინგეზბაევო, სამარის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი2 ნოემბერი, 1998
უფა, ბაშკირეთი
პოლიტიკური პარტიასკკპ
ჯილდოებილენინის ორდენი

ფატიმა ხამიდის ასული მუსტაფინა (ბაშკ. Мостафина Фатима Хәмит ҡыҙы; დ. 26 დეკემბერი, 1913, დინგეზბაევო, სამარის ოლქი, რუსეთის იმპერია — გ. 2 ნოემბერი, 1998, უფა, ბაშკირეთი) — პედაგოგი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, რსფსრ-ის დამსახურებული სკოლის მასწავლებელი, ბაშკირეთის ალკკ-ის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი (1936-1944 წწ.), ბაშკირეთის ასსრ-ის განათლების მინისტრი (1955-1971 წწ.).

ფატიმა ხამიდის ასული მუსტაფინა დაიბადა 1913 წლის 26 დეკემბერს რუსეთის იმპერიის, სამარის ოლქის სოფელ დინგიზბაიში. მისი ბავშვობა დაემთხვა ვოლგისპირეთის შიმშილობის პერიოდს. ფატიმას მამა, ხამიდი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ოჯახი სიკვდილისაგან გადაერჩინა. ხამიდ მუსტაფინმა მიიღო გადაწყვეტილება ოჯახი ტაშკენტში გადაეყვანა, გზაში დაავადდა ტიფით და მალევე გარდაიცვალა, ვერ ჩავიდა დანიშნულების ადგილზე. დედამ, გაზიზამ, იმისათვის, რომ ბავშვები გადაერჩინა შვილები ფატიმა და ანვარი ბავშვთა სახლში მიიყვანა. რამდენიმე წლის შემდეგ შვილებთან ერთად დაბრუნდა უფაში[1], სადაც მათ დახმარება გაუწია ხადია დავლეთშინამ, რომელიც იყო მისი თანამემამულე და ფატიმას და ანვარს საშუალება მისცა განათლება მიეღოთ ლენინის სახელობის ბაშკირეთის რესპუბლიკურ საშუალო სკოლა-ინტერნატში.

1930 წელს ფატიმა მუსტაფინა შევიდა კ. ტიმირიაზევის სახელობის ბაშკირეთის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ალკკ-ის სისტემაში. 1941 წელს გახდა სკკპ-ის წევრი. 1950 წლიდან ფატიმა ხამიდის ასული არის ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1951 წელს დაბრუნდა უფაში და მუშაობას იწყებს საოლქო კომიტეტში მეცნიერებისა და უმაღლესი სასწავლებლების განყოფილების ხელმძღვანელად. 1953 წლიდან სკოლების განყოფილების ხელმძღანელია.

1955 წელს ბაშკირეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანების საფუძველზე ფატიმა მუსტაფინა დანიშნეს ბაშკირეთის ასსრ-ის განათლების მინისტრად. მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში განათლების სფეროში გაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა, კერძოდ, იმის გამო, რომ შეიმჩნეოდა კადრების დეფიციტი ავტონომიური რესპუბლიკის საშუალო სკოლებში, მან დააარსა პედაგოგიური სასწავლებლები უფაში, სიბაიში, სალავატში, ქუმერთაუსა და სხვა ქალაქებში. მისი მინისტრობის პერიოდში 1967 წელს გაიხსნა ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი.

ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სისტემაში მრავალწლიანი (16 წელი) წარმატებული შრომისათვის ფატიმა მუსტაფინა დააჯილდოეს ლენინის ორდენითა და ორგზის შრომის წითელი დროშის ორდენით[2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]