ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
ბაშკ. Башҡорт дәүләт педагогия университеты
Bspu logo.svg
დაფუძნდა 1967
რექტორი რაილ ასადულინი
მდებარეობა უფა, ბაშკირეთი, რუსეთი
საიტი www.bspu.ru

მ. აკმულის სახელობის ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (რუს. Башкирский государственный педагогический университет; ბაშკ. Башҡорт дәүләт педагогия университеты) — უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი. მდებარეობს უფაში, ბაშკირეთი, რუსეთი. ამჟამად ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია 5 ინსტიტუტი, 7 ფაკულტეტი და 43 კათედრა.

თავისი არსებობის მანძილზე მან გამოუშვა 40 000 კურსდამთავრებული. შედის რუსეთის ფედერაციის 20 საუკეთესო პედაგოგიურ უნივერსიტეტს შორის[1].

უნივერსიტეტი უშვებს გაზეთ „აუდიტორიას“[2] და „ბაშკირეთის პედაგოგიურ ჟურნალს“[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიფთაჰედინ აკმულის სახელობის ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი დაარსდა 1967 წლის 9 იანვარს უფაში, როგორც ინსტიტუტი. პირველი სამასწავლებლო ინსტიტუტი რესპუბლიკაში დაარსდა 1909 წელს. 1919 წელს იგი გარდაიქმნა სახალხო განათლების ინსტიტუტად, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი ფაკულტეტი შედიოდა. ეს ფაკულტეტები იყო: სოციალურ-ისტორიული, ბიოლოგია-გეოგრაფიული, ფიზიკა-მათემატიკური და ლიტერატურა-ენათმეცნიერების ფაკულტეტები. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება ამზადებს სკოლისა და ტექნიკუმის მასწავლებლებს.

1923 წლიდან ინსტიტუტის სახელწოდებაში დაემატა სიტყვა „პრაქტიკული“ და დამატებით დაიწყო სოფლის მეურნეობის სპეციალისტების გამოშვებაც. 1929 წელს მის ბაზაზე შეიქმნა ტიმირიაზევის სახელობის ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც 1957 წელს გადაკეთდა ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად. თუმცა კვალიფიციური პედაგოგების მომზადების მოთხოვნილება დიდი იყო. ამ პერიოდისათვის პედაგოგთა მხოლოდ მესამედს ჰქონდა უმაღლესი პედაგოგიური განათლება. ახლად შექმნილმა ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიურმა ინსტიტუტმა ამ საქმეს კარგად გაართვა თავი.

უკვე 1976 წელს მას მიანიჭეს უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის პირველი კატეგორია. 2000 წელს ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გადაკეთდა ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტად, ხოლო 2006 წლიდან მას მიენიჭა მ. აკმულის სახელი.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამხატვრო გრაფიკული ფაკულტეტი
  • ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
  • ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
  • ისტორიისა და სამართლის ინსტიტუტი
  • ფოლოლოგიური და კულტურათაშორისი კომუნიკაციის ინსტიტუტი
  • საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიული ფაკულტეტი
  • ფიზიკური კულტურის ფაკულტეტი
  • ბაშკირული ფილოლოგიის ფაკულტეტი
  • სოციალურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტი
  • პროფესიონალური განათლებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტი
  • პედაგოგიკის ინსტიტუტი
  • კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიონალური გადამზადების ინსტიტუტი
  • მ. აკმულის სახელობის კოლეჯი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]