ხადია დავლეთშინა
ხადია დავლეთშინა | |
---|---|
ბაშკ. Дәүләтшина Һәҙиә Лотфулла ҡыҙы | |
დაბადების თარიღი | 5 მარტი, 1905 |
დაბადების ადგილი | სამარის გუბერნია |
გარდაცვალების თარიღი | 5 დეკემბერი, 1954 (49 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბირსკი |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
ენა | ბაშკირული |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ალმა-მატერი | ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ხადია დავლეთშინა (ბაშკ. Дәүләтшина Һәҙиә Лотфулла ҡыҙы; დ. 5 მარტი 1905 — გ. 5 დეკემბერი 1954) — ბაშკირი მწერალი ქალი. ბაშკირეთის ასსრ მწერალთა კავშირის წევრი (1935). პირველი ბაშკირი მწერალი ქალი.
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. 1920 წლიდან სოფელ დენგიზბაევოში მუშაობდა მასწავლებლად და სწავლობდფა თათრეთ-ბაშკირეთის ტექნიკუმში ქალაქ სამარაში. 1932 წელს ჩააბარა მოსკოვის ინსტიტუტში. 1935-1937 წლებში სწავლობდა ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოთხრობაში „აიბიკე“ (1930, რუსული თარგმანი 1936) ნაჩვენებია ყოფილი მოჯამაგირის გადაქცევა საკოლმეურნეო მოძრაობის ხელმძღვანელად. ადრე ჩაგრული ბაშკირი-ქალის სულიერი აღორძინება მისი ბევრი მოთხრობის ძირითადი თემაა („მოთხრობათა კრებული“, 1935).
რომანი „ირგიზი“ (გამოქვეყნდა 1957) აჩვენებს ბაშკირი ხალხის რევოლუციურ ბრძოლას 1902 წლებიდან 20-იან წლამდე. რომანის გმირი აიბულათი რუსი რევოლუციონერების გავლენით ზრდის ხალხის ინტერესების შეგნებულ დამცველს. 1967 წელს მიენიჭა სალვათ იულაევის სახელობის პრემია რომანისათვის „ირგიზი“.