უკრაინის პრემიერ-მინისტრი
უკრაინის პრემიერ-მინისტრი Прем'єр-міністр України | |
---|---|
უკრაინის გერბი | |
რეზიდენცია | უკრაინის მთავრობის შენობა |
დამნიშვნელი | უკრაინის უმაღლესი რადა |
დაარსდა | 28 ივნისი 1917 |
პირველი თანამდებობაზე | ვსევოლოდ ჰოლუბოვიჩი |
ხელფასი | ₴ 6,681.40 თვეში[1] |
საიტი | www.kmu.gov.ua |
უკრაინის პრემიერ-მინისტრი (უკრ. Прем'єр-міністр України) — უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე, რომელიც უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა.
მას შემდეგ, რაც 1991 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირისგან, ამ თანამდებობაზე 16-მა პრემიერ-მინისტრმა იმსახურა[2] (მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრების ჩათვლით — 20). არსენი იაცენიუკი იყო პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დაიბადა დასავლეთ უკრაინაში. 2 პრემიერ-მინისტრი დაიბადა რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში.
მოქმედი პრემიერ-მინისტრი დენის შიგალი დაინიშნა 2020 წლის 4 მარტს.[3]
დანიშვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის წარდგენით, ინიშნება თანამდებობაზე უკრაინის უმაღლესი რადის მიერ. რადის თანხმობა ითვლება მინიჭებულად, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს. ყველაზე მეტი პარლამენტარის თანხმობა დღემდე მიუღია იულია ტიმოშენკოს, რომელიც პრემიერ-მინისტრად 2005 წლის 4 თებერვალს აირჩიეს, 373 ხმით.