იულია ტიმოშენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იულია ვლადიმერის ას. ტიმოშენკო
Юлія Володимирівна Тимошенко
იულია ვლადიმერის ას. ტიმოშენკო Юлія Володимирівна Тимошенко
Flag of Ukraine.svg უკრაინის მე-13 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 დეკემბერი, 2007 – 4 მარტი, 2010
პრეზიდენტი  ვიქტორ იუშენკო
წინამორბედივიქტორ იანუკოვიჩი
მემკვიდრეალექსანდრე ტურჩინოვი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 იანვარი, 2005 – 8 სექტემბერი, 2005
პრეზიდენტივიქტორ იუშენკო
წინამორბედინიკოლოზ აზაროვი
მემკვიდრეიური ეხანუროვი

დაბადებული27 ნოემბერი, 1960 (1960-11-27) (58 წლის)
დნეპროპეტროვსკი, სსრკ
მოქალაქეობაუკრაინა
პოლიტიკური პარტიაБлок Юлïи
მეუღლეალექსანდრე ტიმოშენკო
პროფესიაეკონომისტი
რელიგიამართლმადიდებელი

იულია ტიმოშენკო (უკრ. Юлія Володимирівна Тимошенко, ნამდვ. გრიგიანი, დ. 27 ნოემბერი, 1960, დნეპროპეტროვსკი, უსსრ) — უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, პარტიის „ბატკივშინა“ და ბლოკ იულიი ტიმოშენკოს ლიდერი. იგი არის 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი.

2005 წლის 4 თებერვალს უკრაინის უზენაესმა რადამ ხმათა უმრავლესობით იულია ტიმოშენკო ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა, თუმცა 2005 წლის 8 სექტემბერს პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ მისი კაბინეტი გადააყენა.

2007 წლის 18 დეკემბერს უზენაესმა რადამ ხმათა უმრავლესობით იულია ტიმოშენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.

2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 20 ივნისს ტიმოშენკომ განაცხადა რომ მონაწილეობას მიიღებდა 2019 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი მოისაზრებოდა ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. 16 მარტს სერგეი ტარუტამ განაცხადა რომ ხსნიდა საკუთარ კანდიდატურას და მხარს უჭერდა ტიმოშენკოს, მაგრამ კანდიდატურის მოხსნის ბოლო თარიღი 7 მარტი იყო შესაბამისად ტარუტა წარდგენილი იყო საარჩევნო ბიულეტინზე.[1][2] 2019 წლის 31 მარტს არჩევნების პირველ ტურში ტიმოშენკომ 13,4% მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა ვლადიმერ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შემდეგ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]