შინაარსზე გადასვლა

ტჰუნგიაის ველური ბუნების ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტჰუნგიაისა და ჰუაიჰახენგის ველური ბუნების ნაკრძალები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 15°20′53″ ჩ. გ. 98°55′00″ ა. გ. / 15.34806° ჩ. გ. 98.91667° ა. გ. / 15.34806; 98.91667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 591
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 591
ინგლ.რუს.ფრ.

ტჰუნგიაის ველური ბუნება (ტაილ. เขตรักษาพันธุ์สัตว์ป่าทุ่งใหญ่นเรศวร) — დაცული ტერიტორია ჩრდილოეთ ტაილანდში. 1974 წელს იგი ნაკრძალად გამოცხადდა, ხოლო უკვე 1991 წელს, იუნესკომ ჰუაიკჰაკჰენდი ნაკრძალთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ამავე წელს, ტჰუნგიაის ფართობი გაიზარდა და 364.000 ჰა შეადგინა, რის შედეგადაც, აღნიშნული ორი პარკი ერთად, მთელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უდიდეს დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს.

ტაილანდის ეს ტყიანი ტერიტორია ყოველთვის სუსტად იყო დასახლებული, რის ერთ-ერთ მიზეზსაც ერთი მხრივ მალარიის გავრცელება წარმოადგენს. გავრცელებულია არაერთი გარეული ცხოველი, მათ შორისაა აზიური ვეფხვი. კლიმატი ტროპიკულია, საშუალო წლიური ტემპერატურით 15 - 35 °C, ნალექების წლიური მაჩვენებელი კი 2000 მმ-ია.

ნაკრძალის ფაუნა წარმოდგენილია 120 სახეობის ძუძუმწოვრით, 400 სახეობის ფრინველით, 96 სახეობის რეპტილიით, 43 ამფიბიით და 113 თევზით. მათ შორის უამრავი უიშვიათესი სახეობაა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]