შინაარსზე გადასვლა

დონგფაიაიენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონგფაიაიენი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ტაილანდის დროშა ტაილანდი | ქვეყნის დროშა2 | name = ტაილანდის დროშა ტაილანდი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები x
რეგიონი აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2005  (29-ე სესია)
ნომერი 590
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 590
ინგლ.რუს.ფრ.

დონგფაიაიენი (ტაილ. ดงพญาเย็น) — მთათა სისტემა ცენტრალურ ტაილანდში. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და მისი სიგრძე 230 კმ-ია, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1 351 მ.

ერთ დროს, ეს ტერიტორია უღრანი ტყეებით იყო დაფარული, სადაც მალარია მძვინვარებდა და მისი გადაკვეთა ფაქტობრივად სიკვდილს ნიშნავდა. ტყის ძირითადი ნაწილი XX საუკუნის დასაწყისიდან გაიჩეხა.

დონგფაიაიენის მთებში რამდენიმე ეროვნული პარკი მდებარეობს. მათ შორის ყველაზე ცნობილია კჰაუიაის პარკი, რომელიც ტაილანდში შექმნილი პირველი ეროვნული პარკია. ყველა ამ დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი 6 155 კმ²-ია.

2005 წელს, დონგფაიაიენის მთებში მდებარე ტყეები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]