ტროსტიანეცის ბრძოლა
ტროსტიანეცის ბრძოლა | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი | |||||
ქალაქი ბრძოლების შემდეგ | |||||
თარიღი |
24 თებერვალი – 26 მარტი, 2022 (1 თვე და 2 დღე) | ||||
მდებარეობა | ტროსტიანეცი, სუმის ოლქი, უკრაინა | ||||
შედეგი |
უკრაინის გამარჯვება
| ||||
მხარეები | |||||
| |||||
სამხედრო ნაწილები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ტროსტიანეცის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ტროსტიანეცის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. სუმის ოლქის ქალაქ ტროსტიანეცს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ფარგლებში თებერვლის ბოლოს თავს დაესხნენ რუსული ძალები. ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებული ქალაქი, მარტის ბოლოს ხელახლა დაიკავეს უკრაინელმა ძალებმა.
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსული შეტევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტროსტიანეცს თავს დაესხნენ შემოჭრის პირველ დღეს, 24 თებერვალს.[5][2] უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა ქალაქის მთავარ გზებზე ხეები მოჭრეს, რამაც რუსული ნაწილების წინსვლა შეანელა.[4] ბრძოლების შემდეგ, 2022 წლის 1 მარტს ქალაქი რუსებმა აიღეს.[1][5][6] მათ სამხედრო შტაბი ქალაქის რკინიგზის მთავარ სადგურზე მოაწყვეს.[7][8] მარტის შუა რიცხვებში რუსული ჯარის ნაწილი რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა ჩაანაცვლეს.[2]
ქალაქი ოკუპირებული იყო დაახლოებით 800 რუსი ჯარისკაცის მიერ.[2] ოკუპაციის დროს უკრაინელი პოლიციელები ქალაქში საიდუმლოდ რჩებოდნენ და მხარს უჭერდნენ როგორც ადგილობრივ მოქალაქეებს, ასევე ამ მხარეში მოქმედ პარტიზანულ ძალებს.[2] უკრაინულმა ძალებმა ქალაქის სამხრეთით ხიდი გაანადგურეს, რითაც უკრაინის სიღრმეში რუსების წინსვლა შეაჩერეს.[4] ქალაქის მერი, იური ბოვა, ახლომდებარე სოფლებში იმალებოდა, ქალაქში არდარჩენის გადაწყვეტილების გამო გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ უკრაინელთა წინააღმდეგობის, მათ შორის რუსული პოზიციების დაბომბვის, კოორდინაციას განაგრძობდა.[4] მარტის დასაწყისში გავრცელდა ცნობები რუსული ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯის შესახებ.[4]
უკრაინული კონტრშეტევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]23 მარტს დაწყებული კონტრშეტევის შედეგად უკრაინელებმა 26 მარტისთვის ტროსტიანეცი დაიბრუნეს.[2][9] ბრძოლის დროს ცეცხლის სამიზნე გახდა ქალაქის საავადმყოფო, რაშიც მოსახლეობა რუსულ ძალებს ადანაშაულებდა.[2] ქალაქის გარეუბანში საბრძოლო მოქმედებებისა და ჭურვების დაშენის შემდეგ, უკრაინული ძალების მისვლამდე რუსეთის ჯარებმა ღამით მეტწილად უკან დაიხიეს.[10] „AFP“-ის მოხსენებაში ნათქვამი იყო „ათეულობით“ განადგურებული ან დაზიანებული ტანკისა და ჯავშანტექნიკის შესახებ.[8] „The New York Times“ იტყობინებოდა, რომ ქალაქის დაბრუნების დროს ადგილზე საკვები პროდუქტები მცირე რაოდენობით იყო.[2]
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრძოლების შეწყვეტის შემდეგ, ოლქის გუბერნატორმა დმიტრო ჟივიცკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტროსტიანეცის ზოგიერთი ნაწილი დანაღმული დარჩა, მიმდინარეობდა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა.[11][12] ქალაქის მერის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა სულ მცირე 50 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Mendick, Robert; Freeman, Colin; Kilner, James (2022-03-27). „Legendary Stalingrad tank division destroyed as Ukraine reclaims key town“. The Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-29. ციტირების თარიღი: 2022-03-30.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Gibbons-Neff, Thomas; Yermak, Natalia; Hicks, Tyler (2022-04-03). „‘This Is True Barbarity’: Life and Death Under Russian Occupation“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-03. ციტირების თარიღი: 2022-04-03.
- ↑ „Mariupol on verge of catastrophe with 160,000 trapped“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-28. ციტირების თარიღი: 2022-03-31.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Walker, Shaun (5 აპრილი, 2022). „‘Barbarians’: Russian troops leave grisly mark on town of Trostianets“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ 5.0 5.1 „Trostyanets captured by aggressor – head of Regional Military Administration“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-31.
- ↑ Reuter, Christoph (2022-03-29). „(S+) Ukraine: Wie die Stadt Trostjanez nach vier Wochen von den Russen befreit wurde“. Der Spiegel (გერმანული). ISSN 2195-1349. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-29. ციტირების თარიღი: 2022-03-29.
- ↑ „Ukraine says it retook captured town near Russian border“. Times of Israel. 27 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-26. ციტირების თარიღი: 2022-03-27. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 8.0 8.1 „Russians leave behind wreckage, hunger in Ukraine town of Trostyanets“. France 24 (ინგლისური). Agence France-Presse. 2022-03-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-30. ციტირების თარიღი: 2022-03-30.
- ↑ Pahulych, Roman (30 მარტი, 2022). „Ukrainian Forces Recapture Eastern Town Near Russian Border“. Radio Free Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Rosa, Andrea; Dana, Felipe (2022-03-29). „After Russian forces pull back, a shattered town breathes“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-29.
- ↑ Chernova, Yuliya; Coles, Isabel; Colchester, Max (2022-03-27). „Ukraine Seeks to Exploit Shift in Russia’s Military Strategy“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-28. ციტირების თარიღი: 2022-03-29.
- ↑ „Russians plant mines in hospital before retreating from Trostianets“ (ინგლისური). Ukrinform. 2022-03-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-27. ციტირების თარიღი: 2022-03-27.