შინაარსზე გადასვლა

სუნჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუნჯა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სათავე კავკასიონი
სიგრძე 278 კმ
აუზის ფართობი 12200 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} სუნჯა ვიკისაწყობში

სუნჯა (ინგშ. Шолжа-хий; ოსურ. Сунжæ; ჩეჩნ. Соьлжа) — მდინარე ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში. თერგის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 278 კმ, აუზის ფართობი 12200 კვ.კმ. სათავე აქვს კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ქვემოთში იტოტება. შერეული საზრდოობის მდინარეა. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 8 კმ-ზე 85,4 მ³/წმ. საშუალო სიმღვრივე 3800 გ/მ³.

წლიურად მდინარეს გამოაქვს 12,2 მლნ. ტონა ნაყარი. მნიშვნელოვანი შენაკადებია: ასა და არღუნი (ორივე უერთდება მარჯვენა მხრიდან). იყენებენ სარწყავად.

სუნჯის ნაპირებზეა ქალაქები: გროზნო, ნაზრანი და გუდერმესი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]