ევრომაიდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევრომაიდანი უკრ. Євромайдан
უკრაინის პოლიტიკური კრიზისის ნაწილი
მდებარეობა უკრაინა
შედეგი
მხარეები
უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეები უკრაინის ხელისუფლება
მეთაურები
არსენი იაცენიუკი
ალექსანდრე ტურჩინოვი
ვიტალი კლიჩკო
ოლეგ ტიაგნიბოკი
იური ლუცენკო
პეტრო პოროშენკო
ანდრეი პარუბიი
ოლეგ ლიაშკო
დიმიტრი იაროში
ვიქტორ იანუკოვიჩი
ანდრეი კლუევი
ალექსანდრე იაკიმენკო
ნიკოლოზ აზაროვი
ვიტალი ზახარჩენკო
ვიქტორ ფშონკა
დანაკარგები
106[1]-760 ადამიანი[2] 17-20 ადამიანი[3]
ევრომაიდანი ვიკისაწყობში

ევრომაიდანი (უკრ. Євромайдан) — 2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში დაწყებული სამოქალაქო პროტესტების ტალღა. პროტესტები გამოიწვია უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერებამ. სხვა მიზეზები იყო სოციალური უსამართლობა, კორუფცია ძალოვან და სასამართლო ორგანოებში და ა.შ.

სახელი „ევრომოედანი“ მოვლენებმა სოციალურ ქსელებში და მასმედიაში მიიღეს. 29-30 ნოემბერს ოპოზიციური აქტივისტების დაშლის შემდეგ გამოსვლებმა აშკარა ანტიპრეზიდენტული ხასიათი მიიღეს. 2014 წლის 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა, (ოპოზიციამ ისინი დიქტატორულად აღიარა)[4] რომლებიც ამკაცრებდა სასჯელს მასობრივ არეულობებში მონაწილეობის მიღებისთვის აქტივისტების დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, გაჩნდა პირველი მსხვერპლი. გარდა ამისა, პროტესტი კიევის ფარგლებს გასცდა და მთელი უკრაინის ტერიტორია მოიცვა.[5][6]

მალევე ოპოციამ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. გარდა ამისა, უკრაინის დასავლეთ ნაწილში ოპოციურმა აქტივისტებმა ძალით აიღეს სახელმწიფო ინსტიტუტების შენობები. დაძაბულმა სიტუაციამ პრეზიდენტ იანუკოვიჩს დათმობებისკენ უბიძგა. მან დაითხოვა ნიკოლოზ აზაროვი და მისი მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ პროტესტები არ წყდებოდა. 18 თებერვალს სიტუაცია განსაკუთრებულად დაიძაბა: მომიტინგეები პოლიციას შეეტაკნენ, იყო მსხვერპლი. 21 თებერვალს იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა უკრაინის კრიზის რეგულაციის შეთანხმებას და იმავე დღეს კიევი დატოვა.

23 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი გახდა.[7] 24 თებერვალს იანუკოვიჩზე ძებნა გამოცხადდა.[8] ამავე დროს ახალმა უკრაინულმა ხელისუფლება შეერთებული შტატებისგან და ევროკავშირისგან აღიარება მოიპოვა.[9] პრემიერ-მინისტრი გახდა არსენი იაცენიუკი,[10] მოხდა დროებითი ხელისუფლების ფორმირება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кількість загиблих людей на Майдані зросла до 106 — Zaxid.net, 14 квітня 2014
  2. Під час протистояння на Майдані загинули 780 людей, – медики-волонтери — ТВі, 10 квітня 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-13. ციტირების თარიღი: 2016-08-04.
  3. Під час протистоянь на Майдані загинуло 17 силовиків, - Москаль — Еспресо.TV, 21 травня 2014
  4. Законы 16 января. Киевский центр политических исследований и конфликтологии. 20.01.2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21.02.2014. ციტირების თარიღი: 04.08.2016.
  5. Рада отменила большинство диктаторских «законов 16 января» // УНИАН
  6. Ворожейкина Т. Е. Украина: неутраченные иллюзии // Pro et Contra : журнал. — 2014. — Т. 18.
  7. Постанова Верховної Ради України № 764-VІІ від 23.02.2014 року «Про покладення на Голову Верховної Ради України виконання обов’язків Президента України згідно із ст. 112 Конституції України»
  8. Янукович объявлен в розыск — Аваков. //УНИАН (24.02.2014). 
  9. ЕС признал новую власть в Киеве вслед за США. Newsru.com, 24.02.2014
  10. Премьер-министром Украины стал Арсений Яценюк