ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა
Луганская Народая Республика
Луганська Народна Республіка
{{ქვეყნის მონაცემები Луганська Народна Республіка
დედაქალაქილუგანსკი
ოფიციალური ენა [1]
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი იგორ პლოტნიცკი
დამოუკიდებლობა უკრაინისგან
 -  გამოაცხადა 2014 წლის 12 მაისი 
მოსახლეობა
 -  შეფასება 1 497 170 [2]
ვალუტა რუსული რუბლი
სასაათო სარტყელი UTC+3

ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა (რუს. Луганская Народная Республика; უკრ. Луганська Народна Республіка) — თვითგამოცხადებული რესპუბლიკა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ლუგანსკის ოლქში. ლუგანსკის ოლქის დიდ ნაწილს ამ დროისთვის კიევი აკონტროლებს. უკრაინა და უკრაინული კონსტიტუცია 2014 წლის აპრილში ჩატარებულ რეფერენდუმს არ აღიარებს და ლსრ-ს უკრაინის ნაწილად თვლის, რომელიც ამ დროისთვის, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.[3]

2014 წლის 12 მაისს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ იმავე წლის 11 მაისს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის თვითგამორკვევის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 96,2% ხმა მისცა რეგიონის დამოუკიდებლობას და ახალი რესპუბლიკის შექმნა.[4] ამის შემდეგ ლსრ-ს ხელისუფლებამ რუსეთთან შეერთების და დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან კონფედერაცია „ნოვორასიაში“ (რუს. Новороссия)[5] გაერთიანების სურვილი გამოთქვა. 2014 წლის 11 ივნისს ლსრ-მ რუსეთს და 14 სხვა სახელმწიფოს მისი დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა.[6]

ამ დროისთვის ლსრ აღიარა მხოლოდ სამხრეთ ოსეთმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ.[7][8][9][10][11]

უკრაინის ხელისუფლება ლსრ-ის მხარდამჭერებს ტერორისტებად და სეპარატისტებად მიიჩნევს და მათ წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს (საერთაშორისო ჩარევით შეჩერდა 2014 წლის სექტემბერში და 2015 წლის დასაწყისში). ოპერაციის დასაწყისის პერიოდში ადგილობრივი საოლქო საბჭოს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ პატივი უნდა სცეს ლუგანსკში მცხოვრები ხალხის ნებას[12] და დაახასიათეს ოპერაცია როგორც „ტერორისტული“ და თავისივე ხალხის წინააღმდეგ წარმართული.[13][14]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Конституция Луганской Народной Республики
  2. Постоянное население // Численность населения по состоянию на 1 июня 2016 года по Луганской Народной Республике (Государственный комитет статистики ЛНР)
  3. Постановление о признании отдельных районов, городов, поселков и сел Донецкой и Луганской областей временно оккупированными территориями
  4. Главой провозглашенной Луганской народной республики избран Валерий Болотов. ИТАР-ТАСС
  5. «Донецкая Народная Республика» хочет объединиться с Луганской областью
  6. Луганская Народная Республика обратилась к России с просьбой о признании её независимости
  7. Южная Осетия признала независимость Луганской народной республики | В мире | Политика | Аргументы и Факты
  8. Южная Осетия признала независимость Луганской народной республики
  9. Южная Осетия признала независимость Луганской народной республики | EastKorr — Восточный корреспондент
  10. Lenta.ru: Бывший СССР: Украина: Южная Осетия признала независимость ЛНР
  11. Южная Осетия признала независимость Луганской народной республики
  12. Заявление президиума Луганского областного совета. Официальный сайт Луганского облсовета(12 мая 2014).
  13. Облсовет Луганщины готов ко всему — Росбалт.ру
  14. Диалог или ультиматум? | Луганский областной совет