კოლხური თეთრი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 49: ხაზი 49:
==ისტორიული დეტალები==
==ისტორიული დეტალები==
[[სურათი:Colchis-coins.jpg|thumb|left|200px|კოლხური მონეტები]]
[[სურათი:Colchis-coins.jpg|thumb|left|200px|კოლხური მონეტები]]
[[კოლხეთის სამეფო|კოლხური]] მონეტები ასევე აღმოჩენილია ([[ყირიმი|ყირიმში]] – [[ნიმფეის ტაძრი]]ს ნანგრევებში; [[ქეროსენე|ქერსონესში]]; [[სოჭი|სოჭის რაიონში]]; [[ტრაპიზონი|ტრაპეზუნტის მიდამოებში]]; [[ქართლი|ქართლში]] – [[არმაზი|არმაზში]] და სხვ.). თავად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ეს კოლხური მონეტები ნაპოვნია ათასობით<sup>1</sup>. კოლხურ მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია II ტიპის ნახევარდრაქმა, რომელიც დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის ერთ მხარეზე [[ადამიანი]]ს თავია გამოსახული, მეორეზე კი – [[ხარი]]ს, უფრო იშვიათად ლომის. სამწუხაროა მაგრამ კოლხურ მონეტებზე წარწერები არ გვხვდება, თუმცაღა არის გამონაკლისები - მხოლოდ ზოგიერთზე გვხვდება ასოები MO, A, O, ან Ф. ყველაზე ხშირია MO-ასოებიანი მონეტები ([[საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში]] ასეთები ათზე მეტია), სხვა სახის წარწერიანი მონეტები სულ თითო ეგზემპლარის სახითაა მოღწეული<sup>2</sup>. დასავლეთ საქართველოში კოლხური მონეტები ძირითადად გავრცელებულია [[სოხუმი|სოხუმსა]] და [[ბათუმი|ბათუმს]] შორის მდებარე ტერიტორიაზე, ე. ი. სწორედ [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI]]-[[ძვ. წ. IV საუკუნე|IV]] სს. მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლის რომ კოლხური მონეტები იჭრებოთა თავად კოლხეთში. [[ხონი (ქალაქი)|ქ. წულუკიძეში]] ნაპოვნ განძში მონეტის ერთ-ერთი ეგზემპლარი დამზადების პროცესში მყოფი ჩანს (ერთი მხარე გლუვი აქვს), რაც თითქოს აგრეთვე მათ ადგილობრივ დამზადებაზე მეტყველებს<sup>3</sup>. ხოლო მეორე ჯგუფი თვლის, რომ ეს მონეტები შესაძლოა ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებში იყოს მოჭრილი<sup>4</sup>. კოლხური თეთრის არსებობა ერთ-ერთი საბუთია იმისა, რომ [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI]]-[[ძვ. წ. V საუკუნე|V]] საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სახელმწიფო არსებობდა.
[[კოლხეთის სამეფო|კოლხური]] მონეტები ასევე აღმოჩენილია ([[ყირიმი|ყირიმში]] – [[ნიმფეის ტაძრი]]ს ნანგრევებში; [[ქეროსენე|ქერსონესში]]; [[სოჭი|სოჭის რაიონში]]; [[ტრაპიზონი|ტრაპეზუნტის მიდამოებში]]; [[ქართლი|ქართლში]] – [[არმაზი|არმაზში]] და სხვ.). თავად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ეს კოლხური მონეტები ნაპოვნია ათასობით<ref>დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1950, გვ. 25-27.</ref>. კოლხურ მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია II ტიპის ნახევარდრაქმა, რომელიც დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის ერთ მხარეზე [[ადამიანი]]ს თავია გამოსახული, მეორეზე კი – [[ხარი]]ს, უფრო იშვიათად ლომის. სამწუხაროა მაგრამ კოლხურ მონეტებზე წარწერები არ გვხვდება, თუმცაღა არის გამონაკლისები - მხოლოდ ზოგიერთზე გვხვდება ასოები MO, A, O, ან Ф. ყველაზე ხშირია MO-ასოებიანი მონეტები ([[საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში]] ასეთები ათზე მეტია), სხვა სახის წარწერიანი მონეტები სულ თითო ეგზემპლარის სახითაა მოღწეული<ref>ა. ბოლტუნოვა ფიქრობს, რომ ასო Ф-ში ფაზისის სახელი შეიძლება დავინახოთ (ВДИ, 1952, №4, გვ. 172). დანარჩენი ნიშნები, მ. ინაძის აზრით, შეიძლება ზღვისპირა ქალაქების თანამდებობის პირთა ინიციალებს წარმოადგენდნენ (“საქართველოს მეცნ. აკადემიის მოამბე”, XXI, 1958, №2).</ref>. დასავლეთ საქართველოში კოლხური მონეტები ძირითადად გავრცელებულია [[სოხუმი|სოხუმსა]] და [[ბათუმი|ბათუმს]] შორის მდებარე ტერიტორიაზე, ე. ი. სწორედ [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI]]-[[ძვ. წ. IV საუკუნე|IV]] სს. მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლის რომ კოლხური მონეტები იჭრებოთა თავად კოლხეთში. [[ხონი (ქალაქი)|ქ. წულუკიძეში]] ნაპოვნ განძში მონეტის ერთ-ერთი ეგზემპლარი დამზადების პროცესში მყოფი ჩანს (ერთი მხარე გლუვი აქვს), რაც თითქოს აგრეთვე მათ ადგილობრივ დამზადებაზე მეტყველებს<ref>Д.К. Капанадзе и К.В. Голенко, დასახ. ნაშრ.</ref>. ხოლო მეორე ჯგუფი თვლის, რომ ეს მონეტები შესაძლოა ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებში იყოს მოჭრილი<ref>А.И. Болтунова, დასახ. ნაშრ., გვ. 172. ა. ზოგრაფს კოლხური მონეტების ერთი ნაწილი მაინც ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ მოჭრილად მიაჩნდა – იხ. მისი Находки античных монет в Закавказье, გვ. 38.</ref>. კოლხური თეთრის არსებობა ერთ-ერთი საბუთია იმისა, რომ [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI]]-[[ძვ. წ. V საუკუნე|V]] საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სახელმწიფო არსებობდა.


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* ''დუნდუა გ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 597, თბ., 1980.
* ''დუნდუა გ.,'' [[ქსე]], ტ. 5, გვ. 597, თბ., 1980.
* ''მელიქიშვილი გ.,'' საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ ო მ ი I, თბ., 1970, გვ. 280.
* 1 დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1950, გვ. 25-27.

* 2 ა. ბოლტუნოვა ფიქრობს, რომ ასო Ф-ში ფაზისის სახელი შეიძლება დავინახოთ (ВДИ, 1952, №4, გვ. 172). დანარჩენი ნიშნები, მ. ინაძის აზრით, შეიძლება ზღვისპირა ქალაქების თანამდებობის პირთა ინიციალებს წარმოადგენდნენ (“საქართველოს მეცნ. აკადემიის მოამბე”, XXI, 1958, №2).
==სქოლიო==
* 3 Д.К. Капанадзе и К.В. Голенко, დასახ. ნაშრ.
{{reflist}}
* 4 А.И. Болтунова, დასახ. ნაშრ., გვ. 172. ა. ზოგრაფს კოლხური მონეტების ერთი ნაწილი მაინც ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ მოჭრილად მიაჩნდა – იხ. მისი Находки античных монет в Закавказье, გვ. 38.

* გ. მელიქიშვილი, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ ო მ ი I, თბ., 1970, გვ. 280.
== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://gametv.ge/forum/lofiversion/index.php/t5749-0#start ”კოლხური მონეტები”]
* [http://gametv.ge/forum/lofiversion/index.php/t5749-0#start ”კოლხური მონეტები”]

15:11, 17 დეკემბერი 2009-ის ვერსია

კოლხური თეთრი, ძვ. წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი — შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს (ფასისს). არსებობს კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი:

# დასახელება სურათი მონეტის აღწერა წონა
1 ტეტრადრაქმა კოლხური ტეტრადრაქმა შუბლზე - მარცხნივ მიმართული ლომის თავი; ზურგზე - ფრთოსანი რაშის პროტომა ტეტრადრაქმის საშუალო წონაა 13 გ.
2 დიდრაქმა I ტიპი კოლხური დიდრაქმა I შუბლზე - მარჯვნივ და მარცხნივ მიმართული მწოლიარე ლომი; ზურგზე - მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა. დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.
3 დიდრაქმა II ტიპი კოლხური დიდრაქმა II შუბლზე - ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ადამიანის ისეთივე თავები, როგორიც მონეტის შუბლზეა. დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.
4 დიდრაქმა III ტიპი შუბლზე - ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი 2 ხარი. დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.
5 დრაქმა კოლხური დრაქმა შუბლზე - ლომის თავი ფასში; ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. დრაქმის წონაა 5,52 გ.
6 ნახევარდრაქმა I ტიპი კოლხური ნახევარდრაქმა I შუბლზე - ლომის თავის პროფილი მარჯვნივ; ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა. საშუალო წონაა 2,17 გ.
7 ნახევარდრაქმა II ტიპი კოლხური ნახევარდრაქმა II შუბლზე - მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული ადამიანის თავი, ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. საშუალო წონაა 1,2-2,6 გ.

ისტორიული დეტალები

კოლხური მონეტები

კოლხური მონეტები ასევე აღმოჩენილია (ყირიმშინიმფეის ტაძრის ნანგრევებში; ქერსონესში; სოჭის რაიონში; ტრაპეზუნტის მიდამოებში; ქართლშიარმაზში და სხვ.). თავად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ეს კოლხური მონეტები ნაპოვნია ათასობით[1]. კოლხურ მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია II ტიპის ნახევარდრაქმა, რომელიც დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის ერთ მხარეზე ადამიანის თავია გამოსახული, მეორეზე კი – ხარის, უფრო იშვიათად ლომის. სამწუხაროა მაგრამ კოლხურ მონეტებზე წარწერები არ გვხვდება, თუმცაღა არის გამონაკლისები - მხოლოდ ზოგიერთზე გვხვდება ასოები MO, A, O, ან Ф. ყველაზე ხშირია MO-ასოებიანი მონეტები (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ასეთები ათზე მეტია), სხვა სახის წარწერიანი მონეტები სულ თითო ეგზემპლარის სახითაა მოღწეული[2]. დასავლეთ საქართველოში კოლხური მონეტები ძირითადად გავრცელებულია სოხუმსა და ბათუმს შორის მდებარე ტერიტორიაზე, ე. ი. სწორედ ძვ. წ. VI-IV სს. მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლის რომ კოლხური მონეტები იჭრებოთა თავად კოლხეთში. ქ. წულუკიძეში ნაპოვნ განძში მონეტის ერთ-ერთი ეგზემპლარი დამზადების პროცესში მყოფი ჩანს (ერთი მხარე გლუვი აქვს), რაც თითქოს აგრეთვე მათ ადგილობრივ დამზადებაზე მეტყველებს[3]. ხოლო მეორე ჯგუფი თვლის, რომ ეს მონეტები შესაძლოა ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებში იყოს მოჭრილი[4]. კოლხური თეთრის არსებობა ერთ-ერთი საბუთია იმისა, რომ ძვ. წ. VI-V საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სახელმწიფო არსებობდა.

ლიტერატურა

  • დუნდუა გ., ქსე, ტ. 5, გვ. 597, თბ., 1980.
  • მელიქიშვილი გ., საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ ო მ ი I, თბ., 1970, გვ. 280.

სქოლიო

  1. დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1950, გვ. 25-27.
  2. ა. ბოლტუნოვა ფიქრობს, რომ ასო Ф-ში ფაზისის სახელი შეიძლება დავინახოთ (ВДИ, 1952, №4, გვ. 172). დანარჩენი ნიშნები, მ. ინაძის აზრით, შეიძლება ზღვისპირა ქალაქების თანამდებობის პირთა ინიციალებს წარმოადგენდნენ (“საქართველოს მეცნ. აკადემიის მოამბე”, XXI, 1958, №2).
  3. Д.К. Капанадзе и К.В. Голенко, დასახ. ნაშრ.
  4. А.И. Болтунова, დასახ. ნაშრ., გვ. 172. ა. ზოგრაფს კოლხური მონეტების ერთი ნაწილი მაინც ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ მოჭრილად მიაჩნდა – იხ. მისი Находки античных монет в Закавказье, გვ. 38.

რესურსები ინტერნეტში