ვლადისლავ არძინბა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 53: | ხაზი 53: | ||
| პრემიერ-მინისტრი5= |
| პრემიერ-მინისტრი5= |
||
}} |
}} |
||
'''ვლადისლავ არძინბა''' ({{lang-ab|Владислав Григори-иԥа Арӡынба}}; დ. [[14 მაისი]], [[1945]], |
'''ვლადისლავ არძინბა''' ({{lang-ab|Владислав Григори-иԥа Арӡынба}}; დ. [[14 მაისი]], [[1945]], სოფელი [[ეშერა]], [[აფხაზეთის ასსრ]], [[საქართველოს სსრ]], [[სსრკ]] — გ. [[4 მარტი]], [[2010]], [[მოსკოვი]], [[რუსეთის ფედერაცია]]) — [[აფხაზი]] პოლიტიკოსი. საბჭოთა ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, [[ხეთოლოგი]]. სეპარატისტული [[აფხაზეთის რესპუბლიკა|აფხაზეთის რესპუბლიკის]] პრეზიდენტი [[1994]]–[[2005]] წლებში. [[სკკპ]] წევრი (1967). |
||
==ბიოგრაფია== |
==ბიოგრაფია== |
07:00, 28 ნოემბერი 2020-ის ვერსია
ვლადისლავ არძინბა აფხ. Владислав Арӡынба | |
სეპარატისტული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ნოემბერი 1994 – 12 თებერვალი 2005 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | სერგეი ბაღაფში |
სეპარატისტული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ივლისი 1992 – 26 ნოემბერი 1994 | |
მემკვიდრე | სოკრატე ჯინჯოლია |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 დეკემბერი 1990 – 23 ივლისი 1992 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ივნისი 1989 – 26 დეკემბერი 1991 | |
დაბადებული | 14 მაისი, 1945 ეშერა, სოხუმის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 4 მარტი, 2010 მოსკოვი, რუსეთი |
ეროვნება | აფხაზი |
მეუღლე | სვეტლანა ჯერგენია |
შვილები | მადინა |
პროფესია | პედაგოგი |
ხელმოწერა |
ვლადისლავ არძინბა (აფხ. Владислав Григори-иԥа Арӡынба; დ. 14 მაისი, 1945, სოფელი ეშერა, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 4 მარტი, 2010, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) — აფხაზი პოლიტიკოსი. საბჭოთა ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, ხეთოლოგი. სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1994–2005 წლებში. სკკპ წევრი (1967).
ბიოგრაფია
ადრეული წლები
ვლადისლავ არძინბა დაიბადა 1945 წლის 14 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ ეშერაში გრიგოლი არძინბასა და ნაძეჟდა იაზიჩბას ოჯახში. არძინბას მამა, მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი, იყო სოფელ ეშერის საშუალო სკოლის დირექტირი, ხოლო 1948 წლიდან იმავე სკოლის ისტორიის მასწავლებელი. იქვე მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა არძინბას დედაც. ვლადისლავ არძინბამ დაწყებითი განათლება რუსულ საშუალო სკოლაში მიიღო.
სამეცნიერო საქმიანობა
1966 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორიის მიმართულებით. იმავე წელს სწავლა გააგრძელა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ასპირანტურაში, სადაც 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1985 წელს სადოქტორო დისერტაცია, მცირე აზიის ძველი ხალხების ისტორიასა და კულტურაზე. 1969-1987 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მუშაობის დროს ცხოვრობდა მოსკოვში. 1988-1989 წლებში იყო აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი.
პოლიტიკა
სსრკ-ს უმაღლესი საბჭო
1989 წლის 2 ივნისს ვ. არძინბა, ფ. ისკანდერის, ბ. შინქუბასა და ა. გოგუასთან ერთად აფხაზეთის ასსრ-მ წარმომადგენლებად მიავლინა სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა სხდომაზე, სადაც 10 წუთიანი გამოსვლით ისაუბრა აფხაზი ხალხის უფლებების შელახვაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე[1][2]. მოგვიანებით, იმავე წელს არძინბა აირჩიეს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. უმაღლეს საბჭოში მან აირჩია ნაციონალური პოლიტიკის კომისიაში მუშაობა, რომელსაც იმ დროისათვის ხელმძღვანელობდა გ. ტარაზევიჩი. აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას მან სსრკ-ს ავტონომიური ერთეულების უფლებების გასაზრდელად კანონში 50-მდე ცვლილება შეატანინა, რის გამოც მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების იყო ყველა მოკავშირე ქვეყნის ხელმძღვანელობა. მას ასევე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მ. გორბაჩოვთანაც.
არძინბა, როგორც სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ანატოლი ლუკიანოვის თანამოაზრე, ედუარდ შევარდნაძის ოპოზიციას წარმოადგენდა, რომელიც პერესტროიკის ერთ-ერთი ლიბერალი დამცველი იყო, არძინბა კი მოსკოვის ყველაზე რეაქციულ ძალებს უჭერდა მხარს.
ვლადისლავ არძინბა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციამდე — 1991 წლის 26 დეკემბრამდე.
აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭო
არძინბა ჯერ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, ხოლო 1990 წლის 4 დეკემბერს კი აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული. იმ დროისთვის აფხაზეთის ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოს ვადა, ჯერ კიდევ 1990 წლის თებერვალში ჰქონდა ამოწურული, ამიტომ დეპუტატებს უფლებამოსილება 1991 წლის 1 ოქტომბრამდე გაუგრძელდათ. მას შემდეგ, რაც არძინბა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, ის ცდილობდა აფხაზეთის დამოუკიდებლად მართვას; თბილისთან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რამაც საბოლოოდ 1991 წლის შეთანხმებამდე მიიყვანა და აფხაზებს ფართო წარმომადგენლობა მიანიჭა. 1991 წლის 29 სექტემბერს გაიმართა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა, არძინბამ ჩამოაყალიბა პრეზიდიუმი, რომელის შემადგენლობაშიც იყვნენ: სამი აფხაზი (მისი ჩათვლით), სამი ქართველი, ორი რუსი და ერთი სომეხი. რადგანაც ეთნიკური პოლარიზაცია ძლიერი იყო, წევრები იძულებულები იყვნენ მხარე აერჩიათ: ერთ-ერთმა რუსმა წევრმა ქართველთა მხარე აირჩია, ხოლო მეორემ და სომეხმა წევრმა - აფხაზების. არძინბმამ წარმატებით შეძლო კოალიციის შექმნა, რომელიც აფხაზურ კონტროლს გარანტირებულს ხდიდა.
სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობა
1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესმა საბჭომ იმდროინდელი კანონების უგულვეტოფით გამოაცხადა აფხზეთის რესპუბლიკა, რომლის მთავრობის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარედ არძინბა დაინიშნა. 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის დროს ის იყო აფხაზეთის არმიის სამხედრო სარდალი. 1994 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და მიიღო ახალი კონსტიტუცია. იმავე დღესვე საბჭოს გადაწყვეტილებით, ვლადისლავ არძინბა არჩეულ იქნა სეპარატისული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად, ხოლო 1994 წლის 6 ნოემბერს მოხდა მისი ინაუგურაცია. 1999 წლის 3 ოქტომბერს პირდაპირი არჩევნების გზით მეორე ვადით იქნა არჩეული და თანამდებობაზე დარჩა 2005 წლის იანვრამდე.
არძინბას სახელს უკავშირდება აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შექმნა, რომელიც მონო-ეთნიკური იყო და მხოლოდ ეთნიკური აფხაზებისაგან შედგებოდა. ამის გარდა კნსტიტუციაში გაიწერა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად ეროვნებით აფხაზის წინაპირობას.
ვლადისლავ არძინბა 2010 წლის 4 მარტს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოჯახი
1972 წელს დაქორწინდა სვეტლანა ჯგერენიაზე, რომლისგანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი — მადინა.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- Владислав Ардзинба, «Моя жизнь», Сухум, 2018
- Cornell, Svante E, Autonomy and Conflict: Ethnoterritoriality and Separatism in the South Caucasus – Case in Georgia, p.168. Department of Peace and Conflict Research, Report No. 61. Uppsala
- Kaufman, J. Stuart, Modern Hatreds: The Symbolic Politics of Ethnic War, p. 117. Cornell University Press, New York, 2001