აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი, დ. გულიას სახელობის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიისა, დაარსდა 1930 წელს ქ. სოხუმში. 1941 წლიდან შედის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. 1991 წელს ინსტიტუტში 8 სამეცნიერო განყოფილება იყო: ენის, ლექსიკოლოგიის, ლიტერატურისა და ფოლკლორის, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ხელოვნების ეკონომიკის.

თავისი არსებობის მანძილზე ინსტიტუტი იქცა ცენტრად, სადაც აფხაზთმცოდნეობის სპეციალისტებმა მოიზარეს თავი. ინსტიტუტი აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე გამოსცემდა ბეჭდვით ორგანოს "მაცნეს", რომელსაც 1972 წლამდე ერქვა "შრომები". სამეცნიერო გამოკვლევების პარალელურად იგი დიდ მუშაობას ატარებდა აფხაზურ საშუალო და უმაღლესი სკოლებისათვის აფხაზური ენის, ლიტერატურის, ფოლკლორის, ისტორიის და ეთნოგრაფიის სახელმძღვანელოების, სასწავლო პროგრამებისა და დამხმარე თვალსაჩინოების, აგრეთვე აფხაზთა თანამედროვე ეთნოგრაფიის და აფხაზეთის რეგიონალური ეკონომიკის საკითხებზე სამეცნიერო რეკომენდაციების მომზადებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 30, თბ., 1977
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 252, თბ., 1997